22 ივლისი 2019, 12:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5631 - ტენდერი ავტოსადგომის ტერიტორიის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს ავტოსადგომის ტერიტორიის მოწყობაზე.
ტექნიკური მოწყობა:
- სათვალთვალო სისტემების მოწყობა დისტანციური კონტროლერის მხარდაჭერით;
- ტერიტორიის შემოკავება დამცავი ბარიერებით;
- ავტოსადგომი მოედნის ოპტიმალური განლაგება (დახაზვა);
- გამშვებ პუნკტთან 3 კვ.მ ჯიხურის მოწყობა;
- ავტოსადგომ მოედანზე განათების უზრუნველყოფა;
დამატებითი ინფორმაცია:
- საპარკინგე მოედნის ფართობი შეადგენს მიახლოებით 1116 კვ.მ
- საპარკინგე მოდენის პერიმეტრი მიახლოებით 140მ
მოწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღე.
პარკინგის აპარატის ტექნიკური პარამეტრები:
- მდგომარეობა: ახალი;
- აპარატი უნდა მოიცავდეს ქაღალდის ფულის მიმღებს;
- ხურდის გამცემ/მიმღებ მექანიზმს (ავტომატური შევსების საშუალებით ,,recycle") ინდუსტრიალურ კონტროლერს;
- სალარო აპარატთან მიერთების მოდული;
- აპარატი იღებს 50 თეთრიანს, 1 ლარიანს, 2 ლარიანს, 5 ლარიანს და 10 ლარიანს -
ხურდის სახით გასცემს 50 თეთრიანს, 1 ლარიანს და 2 ლარიანს; - აპარატს უნდა მოყვებოდეს ბარათის წამკითხველი / პროგრამატორი, თანმდევი მონტაჟით;
- მომწოდებლის მიერ დამონტაჟებული აპარატურის შემდგომი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;
- შეძენილი აპარატურის საგარანტიო პერიოდი უნდა განისაზღვრებოდეს არანაკლებ 1 წლით;
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ანგარიშსწორების პირობა:
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მიწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: სრული საპარკინგე სისტემის მოწყობის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა); მომსახურების მიწოდების ვადას; საგარანტიო ვადას და შემოთავაზებული აპარატურის დეტალურ აღწერილობას (მათ შორის აპარატურის წარმომავლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები).
შესყიდვის ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების 3 წლიანი გამოცდილება, რომლის დასადასტურებლად პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს 2016, 2017, 2018 წლებში (თითოეულ წელს მინიმუმ ერთი) შესასყიდი ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები).
სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- ხარისხი;
- ღირებულება;
- საგარანტიო ვადა
- ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის ოპერატიული მომსახურება
- სამუშაოების შესრულების ვადა;
- ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
- ანგარიშსწორების პირობა.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერი ტარდება შემდეგ ვებ-მისამართზე www.tenders.ge;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 22 ივლისის 12:00 საათამდე;
- შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
- სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
საკონტაქტო პირები:
თეიმურაზ ბოჭორიშვილი, მობ: 577552200
ოთო ბრეგაძე, მობ: 592984411
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები