ჩაბარების ვადა:

17 ივლისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5641 - ტენდერი ელექტრონული ტაქეომეტრის კომპლექტაციის შესყიდვასა და მოწოდებასთან დაკავშირებით

ტენდერის აღწერილობა:

სს m² უძრავი ქონება აცხადებს ტენდერს ელექტრონული ტაქეომეტრის შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმელით, ტელეფონით, ან შეხვედრის ჩანიშვნით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს გამარჯვებულს საუკეთესო ფასისა და შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტი გაეცნოს ტექნიკურ დავალებას, შეავსოს წინამდებარე დოკუმენტის დანართი N1 - ფასთა ცხრილი, უფლებამოსილმა პირმა მოაწეროს ხელი და დასკანერებული ვერსია ატვირთოს PDF ფორმატში.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროდუქციის მიწოდების გამოცდილება.
  • ინსტრუმენტები უნდა იყოს ახალი, არ განიხილება მეორადი ტექნიკის შეძენა.
  • ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 1 წლიანი გარანტია.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიწოდების ვადებთან დაკავშირებით.
  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს, მათ შორის ტრანსპორტირებასა და სხვა ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ანგარიშსწორება მოხდება გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში.
  • ალტერნატიული წინადადებები არ განიხილება. 

ანგარიშსწორების პირობა:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი ინსტრუმენტების სრულად და ჯეროვნად მოწოდებისა და დამკვეთის მხრიდან მათი ქმედუნარიანობის შემოწმების შემდეგ, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
  • მოწოდება შესაძლებელია მოხდეს დამკვეთის საწყობში, მისამართზე ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი 14

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 17 ივლისი, 17:00 სთ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქო პირი: ნინო სუარიშვილი
მობ: 593501025
ელ. ფოსტა: n.suarishvili@m2.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 100 დოლარი).

ტენდერის კატეგორია:

  • 38200000 გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოები
  • 38300000 საზომი ხელსაწყოები
  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 ივლისი 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 100.00 $