ჩაბარების ვადა:

25 ივლისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5655 - სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტის არსებულ საწყობებში შიდა ფერადი ლითონის პანელების ტიხრების დემონტაჟის, შიდა ახალი ტიხრების, გარე ტერიტორიაზე ბეტონის საფარის, მიწისქვეშა კომუნიკაციების, სახანძრო სისტემებისა და ახალი საწყობის მოწყობის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა“ აცხადებს ტენდერს ქალაქ თბილისში სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტის არსებულ საწყობებში შიდა ფერადი ლითონის პანელების ტიხრების დემონტაჟის, შიდა ახალი ტიხრების, გარე ტერიტორიაზე ბეტონის საფარის, მიწისქვეშა კომუნიკაციების, სახანძრო სისტემებისა და ახალი საწყობის მოწყობის თაობაზე.

სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თბილისის ზღვის მიმდებარედ.

პროექტის სრულის ვერსია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://bit.ly/2YZJRy5 

ტენდერის ფარგლები, შინაარსი და მოთხოვნები:

მუშა ნახაზებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო:

  • შიდა რეკონსტრუქციული სამუშაოები .
  • გარე ტერიტორიაზე ბეტონის საფარის მოწყობა
  • მიწისქვეშა კომუნიკაციების მონტაჟი (იხ. მუშა ნახაზები).
    - სამუშაოთა გადაცემის ტიპი: ტენდერში მონაწილე მხარეს ევალება საკუთარი მუშა ხელის,მასალებისა და მანქანა-დანადგარების-მექანიზმების მეშვეობით განახორციელოს სამუშაოები (ახალი საწყობისათვის ლითონის კოლონები, C ტიპის განივი კოჭები, სახურავის ფერადი ლითონის ფირფიტები გამოყენებული უნდა იქნას დამკვეთის საწყობში არსებული მასალები,ტენდერში მონაწილე კომპანიამ ხარჯთაღიცხვაში მასალების ღირებულება უნდა განსაზღვოს საწყობის მასალის ღირებულების მიხედვით).

განფასება:

  • ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია მოცემული ობიექტის მუშა ნახაზებით გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისად მოახდინოს სამუშაო მოცულობის დაანგარიშება და წარმოადგინოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. ხარჯების დარიცხვა მოხდება მეოთხე ტიპის მშენებლობის მიხედვით;
  • ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი;
  • ტენდერში მონაწილე მხარე უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული და ბეჭედ დარტყმული ფორმით;
  • ტენდერში მონაწილე მხარეებს გთხოვთ თავად განახორციელოთ ობიექტის დათვალიერება.

სატენდერო მხარის მიერ შესასრულებელი სამუშაოები:

  • დამკვეთი შემსრულებელს მიაწოდებს მუშა ნახაზებს;
  • ორგანიზებას გაუკეთებს მუშა ნახაზების პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხებისა და მუშა ნახაზების განხილვის შეკრებას.

ანგარიშსწორების წესი:

  • ავანსის გარეშე, ყოველთვიურად დამკვეთი შემსრულებელს აუნაზღაურებს შესრულებული სამუშაოების ღირებულების 80%-ს; სამუშაოების დასრულების, შემოწმება-მიღების და საბოლოო დაანგარიშების შემდეგ სატენდერო მხარე ტენდერში მონაწილე მხარეს აუნაზღაურებს 95%-მდე, ხოლო დარჩენილი 5% წარმოადგენს ხარისხის საგარანტიო თანხას;სამშენებლო სამუშაოებისათვის საგარანტიო პერიოდი შეადგენს ერთი წელს, ხოლო სამონტაჟო და მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის კი ორ წელს.

ესრულების ვადები:

  • ტენდერში მონაწილე მხარეებს გთხოვთ 2019 წლის 17 ივლისს, 12:00 სთ-მდე (საქართველოს დროით) აღნიშნულ ელ.ფოსტაზე: g.gogia@hualing.ge, გადმოაგზავნოთ თქვენი კითხვები, რის შემდეგაც ჰუალინგის საინჟინრო განყოფილება ერთიანად გასცემს პასუხს თქვენს შეკითხვებზე; კითხვების დროულად არ წარმოდგენის შემთხვევაში კითხვებზე პასუხი არ გაიცემა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2019 წლის 25 ივლისს 17:00სთ–მდე უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში შემდეგი საბუთები, მისამართზე:ქ.თბილისის ზღვის მიმდებარედ (ნაკვეთი 16/014), სავაჭრო ცენტრის მე-5 სართული, ჰუალინგ ჯგუფის ადმინისტრაციული ოფისი.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • სამი ცალ-ცალკე ხარჯთაღრიცხვა:
    - შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების;
    - გარე ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები;
    - გარე მიწისქვეშა კომუნიკაციების სამონტაჟო სამუშაოები;
    - სამუშაოების შესრულების ვადა, გრაფიკი;
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
  • ცნობა არის თუ არა კომპანია სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოწვეყნებყლ შავი სიაში;
  • ცნობა საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით;
  • ცნობა მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ფინანსურ დანაშაულებათა მიმართ;
  • კომპანიის დირექტორის ნასამართლეობის ცნობა;

მოცემულ ტენდერში მოხდება კვალიფიკაციის წინასწარი შემოწმება, რაც მდგომარეობს შემდეგში: ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია ტენდერის გამომცხადებელ მხარეს წარუდგინოს ძალაში მყოფი „სამშენებლო სამუშაოების საკვალიფიკაციო მოწმობა“, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაცია; ასევე წარმოადგინოს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული შესაბამისი ინჟინრების, ტექნიკური პერსონალის, სამუშაოების მწარმოებელი პირებისა და მენეჯერების სია და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

შენიშვნა: ცნობების მომზადებისთვის არასაკმარისი ვადის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტაციის მოწოდება სატენდერო ვადის დასრულების შემდეგ.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "განცხადების პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს. შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტენდერის დასრულების შემდეგ პრეტედენტი ვერ შეძლებს ტენდერის ფარგლებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების შემცირებას.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან:

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
საკონტაქო პირი: გეორგია გოგია
მობ: 593 64 68 64
ელ. ფოსტა: g.gogia@hualing.ge

საკონტაქო პირი: ნინო ნადარეიშვილი
მობ: 599880688
ელ. ფოსტა: n.nadareishvili@hualing.ge

საკონტაქო პირი: წუო ფენ ბაო
მობ: 595047555
ელ. ფოსტა: 490610399@qq.com

საკონტაქო პირი: ვანგ სუენჩენი
მობ: 5919096869
ელ. ფოსტა: 1617655280@qq.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები