ჩაბარების ვადა:

26 ივლისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5668 - ტენდერი დაზიანებული ავტოტრანსპორტის შეფასება/შეკეთებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ღია კონკურსს, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოტრანსპორტის ზარალის შეფასება/შეკეთების უზრუნველყოფის მიზნებისთვის.

ტენდერის საგანი:

  • წინამდებარე ტენდერის საგანს წარმოადგენს, სს „პსპ დაზღვევა“-ს მიერ დაზღვეული და მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის ფარგლებში დაზღვეული ავტოტრანსპორტის, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანების შემთხვევაში - შეკეთების სერვისის მიწოდება, რაც გულისხმობს: დაზიანებული ავტონაწილების ღირებულების მოძიებას (მეორადი/ახალი) შეკეთების ღირებულების და ვადების განსაზღვრას, ხარჯთაღრიცხვის მომზადებას.

ტენდერის მიზანი:

  • სს „პსპ დაზრვევა“-ს მიზანია, წინამდებარე ტენდერის საშუალებით გამოავლინოს მონაწილე კომპანიებს (შემდგომში – პრეტენდენტი) შორის საუკეთესო შეთავაზების მქონე პრეტენდენტი;
  • საუკეთესო შეთავაზების გამოვლენა მოხდება პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების განხილვის საფუძველზე;
  • შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება მომსახურების შესახებ.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ ნებისმიერ კომპანიას.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • დანართი N1 - ჩამონათვალი მომსახურების ღირებულების მიხედვით;
  • დანართი N2 ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის ვადები;
  • დანართი N3 მომსახურების გაწევის ვადები;
  • დანართი N4 შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
  • დანართი N5 ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ (რეკვიზიტები)

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2019 წლის 26 ივლისის 17:00 საათი.
  • სს „პსპ დაზღვევა“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასება/შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და მათთან გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადების თარიღია 16.07.2019 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება სრულდება 26.07.2019 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა სრულდება 04.08.2019 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება 30.08.2019 წ.

სს „პსპ დაზრვევა“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავისი მოთხოვნები მისაწოდებელ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება შერჩეულ პრეტენდენტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 3 თვის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება სს „პსპ დაზღვევა“-ს ეგზავნება ორი ალტერნატიული საშუალებით:
    - ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მითითებულ მისამართზე: mirotadze@ipsp.ge და info@ipsp.ge
    - ან დალუქული კონვერტის სახით შემდეგ მიამართზე: საქართველო, თბილისი, 0112, დავით აღმაშენებლის გამზირი #148/III

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქო პირი: კოტე მიროტაძე
მობ: 591211122

ტენდერის კატეგორია:

  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები