ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5671 - ტენდერი სოციალური ვიდეო-რგოლების მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სერვისის მიზანი:

  • ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში წყლისა და სანიტარული მდგომარეობის აღწერისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის სოციალური ვიდეორგოლების მომზადება.

ზოგადი ინფორმაცია:

  • ადამიანის უფლება წყალზე ნიშნავს წვდომას სუფთა, ხელმისაწვდომ წყალზე, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის.მიუხედავად, საქართველოში წყლის რესურსების დიდი მარაგისა, დაახლოებით 30 ათასი ადამიანი, უმეტესად ბავშვი, განიცდის ჯანმრთელობის პრობლემებს წყლის დაბინძურების და ნაკლებობის, ასევე არადამაკმაყოფილებელი სანიტარულ და ჰიგიენური პირობების გამო. წყალზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში, კერძოდ მარნეულში, თეთრიწყაროში, დმანისში, წალკაში, საგარეჯოში, ახმეტასა და ლაგოდეხში წარმოადგენს უთანასწორობის, მარგინალიზაციისა და შიდა კონფლიქტების საფუძველს.

დავალების ფარგლებში, კონტრაქტორს ევალება პროექტის ჯგუფთან შეთანხმებით, 5 ვიდეორგოლის მომზადება (ყველა ეტაპი - გადაღება, მონტაჟი, აუდიო მომსახურება და სხვა. შესაბამისი რგოლის შემოქმედებითი სპეციფიკის გათვალისწინებით). ვიდოების თემატიკა შემდეგია:

  • წარმატების ვიდეო-ისტორია მუნიციპალიტეტში მოქალაქის მიერ განხორციელებული ლობირება-ადვოკატირების შესახებ; (2-3 წთ.)
  • გრაფიკული ვიდეო-გზამკვლევი წყალზე და ადამიანის უფლებების შესახებ ადვოკატირება-ლობირების გზებსა და მექანიზმებზე; (~2 წთ.)
  • გზამკვლევი ვიდეო ხელის დაბანისადა სუფთა წყლის მნიშვნელობაზე(2-3 წთ.)
  • საინფორმაციო ვიდეო WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და კლიმატის ცვლილების შესახებ; (1-2 წთ.)
  • CENN-ის მიერ შექმნილი ზღაპრისგან (გოლიათის თავგადასავალი) ანიმაციური ვიდეოს შექმნა; (2-3 წთ.)
  • ყველა შესრულებული ვიდეო უნდა იყოს HD ხარისხში
  • საჭიროების შემთხვევაში ვიდეოზე სუბტიტრების დადება
  • გათვალისწინებული იყოს ევროკავშირის კომუნიკაციის გზამკვლევით განსაზვრული პირობები
  • ვიდეო რგოლებში CENN-ის გუნდის შენიშვნებისა და კომენტარების გათვალისწინება
  • საჭიროების შემთხვევაში, ვიდეო რგოლების ფორმატირება ტელევიზიისთვის, ვებ გვერდებისათვის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებისათვის
  • კონტრაქტორი უნდა ფლობდეს საკუთარ ინვენტარსა და ვიდეო მასალის დამუშავებისათვის საჭირო პროგრამებს

დამატება: განმცხადებელმა შემოთავაზება შეიძლება შემოიტანოს როგორც მხოლოდ ერთ, ასევე რამდენიმე ვიდეოზე. ორ, ან მეტ ვიდეოზე განაცხადის შემოტანის შემთხვევაში, ბიუჯეტი მოცემული უნდა იყოს თითოეული ვიდეოსთვის ინდივიდუალურად.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომპანიის სახელწოდება, მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტა;
  • წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტები ვიზუალურ მასალასთან ერთად, ე.წ. პორთფოლიო;
  • პროექტის ბიუჯეტი (დეტალურად წარმოდგენილი) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე;
  • სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება უკვე გამარჯვებულ კომპანიას).

სატენდერო განაცხადის წარდგენა:

  • გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) ფაილად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზეorkodashvili@cenn.org არაუგვიანეს 2019 წლის 7 აგვისტოს.
  • გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Video Production Tender/EU-WaSH

პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ (+995 577 41 42 80 - გიორგი ორკოდაშვილი).

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას/პირს.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები