ჩაბარების ვადა:

25 ივლისი 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5675 - ტენდერი სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "თიბისი ბანკი" გიწვევთ სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების ღია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით. 

ტენდერში მონაწილეობის წესები:

წინადადებების ატვირთვა შესაძლებელია: 25.07.2019წ. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
რევერსული აუქციონი დაიწყება 16:00 საათზე.

ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
გიორგი კვანტალიანი (ინჟინერი) – 595 502 204 GKvantaliani@Tbcbank.com.ge

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით:
ვახტანგ ქიტუაშვილი 2 27 27 27 (*1434) Vkituashvili@Tbcbank.com.ge

II. სატენდერო პირობები:

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.)
  • სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტორნულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
  • იმ შემთვხევაში თუ პრეტენდენტი განახორციელებს ვაჭრობას, ვალდებულია წარადგინოს ფასკლების მიხედვით დაკორექტირებული სატენდერო დანართი N1 (ორივე ხარჯთაღრიცხვა);

შემოთავაზება შევსებული უნდა იყოს ბანკის მიერ წარმოდგენილ „სატენდერო დანართ N1“-ის ფორმში, სადაც მოცემულია შესასრულებელ სამუშაოთა საჭირო მოცულობები. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები.

დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული. ტენდერის შემდგომ დაზუსტების მიზნით მოწოდებული ყველა ტიპის ინფორმაცია (მათ შორის ელექტრონული სახით) ითვლება წინადადების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად.

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება (ხელშეკრულების ნიმუში იხილეთ წარმოდგენილი დრაფტის სახით) დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს მაჩვენებელს შემდეგ პარამეტრებში: ა) ღირებულება; ბ) მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების გამოცდილება (კრიტერიუმი მოიცავს შემდეგ სამ ქვე-კატეგორიას: 1) შემოთავაზებული პროექტი; 2) პრეტენდენტის სამუშაო გამოცდილება; 3) შესრულებული სამუშაოების ხარისხი;).

შესაბამისად საუკეთესო ფასის დაფიქსირება ავტომატურად არ ნიშნავს ტენდერში გამარჯვებას!

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

ბანკის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში (მხოლოდ ერთი სატენდერო განაცხადი და ა.შ.), რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე;

წინადადების მოქმედბეის ვადა: მინიმუმ 30 კალ. დღე.

P.S. ელექტრონული ვაჭრობის საგანია სამუშაოების ჯამური ღირებულება!

III. წარმოსადგენი ინფორმაცია:

კომპანიის რეკვიზიტები

  • კომპანიის იურიდიული სახელი:
  • საიდენტიფიკაციო კოდი:
  • საკონტაქტო პირის სახელი გვარი, პოზიცია:
  • ელ-ფოსტა, ტელ-ნომერი:

სამუშაო გამოცდილება

ყველა იმ კომპანიამ, რომელსაც არ გააჩნია „თიბისი ბანკ“-თან სამუშაო გამოცდილება უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • განხორციელებული პროექტები (მოითხოვება მინიმუმ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული მინ. 2 საოფისე პროექტის სურათები (ელ. ვერსია); შესრულებული სამუშაოს ფორმა N2 რათა შეფასდეს სამუშაოს შინაარსი და სირთულე;
  • სასურველია სარეკომენდაციო წერილები წარმოდგენილი საოფისე პროექტებისათვის (ტენდერის გახსნიდან 3 თვეზე ადრე გაცემული რეკომენდაცია არ განიხილება).
  • ყველა მონაწილე კომპანიამ უნდა მიუთითოს შემოთავაზებული მასალების ხარისხი (ხარჯთაღრიცხვის შესაბამის სვეტში აუცილებლად მიუთითეთ ბრედნები და მოდელები - განსაკუთრებით გათბობა/გაგრილება/ვენტილაციის ნაწილში). ასევე შეფასების საგანს წარმოადგენს შემოთავაზებული ერთეულის ფასების შესაბამისობა რეალობასთან, ამიტომ გთხოვთ წარადგინოთ გააზრებული სატენდერო პაკეტი. ამისათვის გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ პირთან. არ განიხილება ხარჯთაღრიცხვა, რომელიც სრულად არ არის განფასებული.

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ მოცემული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება კომპანიების შეფასება, რაც გავლენას იქონიებს საბოლოო შედეგზე! მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში ბანკი უფლებას იტოვებს დაზუსტება არ განახორციელოს. დამკვეთმა შესაძლებელია დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისაგან გამოცდილების შეფასებისათვის.

სამუშაოების შესრულება

  • სამუშაოების წარმოება შესაძლებელი იქნება ყოველდღიურად, შეზღუდვის გარეშე, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია-კონდიცირების გრაფიკთან თანხვედრით.

IV. საკვალიფიკაციო მოთხოვნა

  • საგარანტიო პერიოდი და შესრულების ვადა (იხ. დანართი N1);

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 25 ივლისი, 16:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
  • აუქციონის ბიჯი: 1500 ლარი;
  • შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 300,000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

სატენდერო დანართი #1 სატენდერო დანართი #1
სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
თიბისი მარნეული - არქიტექტურა თიბისი მარნეული - არქიტექტურა
თიბისი მარნეული - აზომვითი ნახაზი თიბისი მარნეული - აზომვითი ნახაზი
თიბისი მარნეული, კონსტრუქციული ნაწილი k1-k-8 თიბისი მარნეული, კონსტრუქციული ნაწილი k1-k-8
თიბისი მარნეული, კონსტრუქციული ნაწილი-k-1-k-10 თიბისი მარნეული, კონსტრუქციული ნაწილი-k-1-k-10
თიბისი მარნეული, სანტექნიკური ნაწილი თიბისი მარნეული, სანტექნიკური ნაწილი
თიბისი მარნეული, სუსტი დენები თიბისი მარნეული, სუსტი დენები
ხელშეკრულება ხელშეკრულება
ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 ივლისი 2019 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • მაქს. ოდენობა: 300'000.00 ‎₾
  • ფასის კლების ბიჯი: 1'500.00 ‎₾