ჩაბარების ვადა:

29 ივლისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5682 - ტენდერი ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას #9-ში მდებარე საოფისე ფართის დაახლოებით 2740 კვ.მ კედლების სამღებრო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას #9-ში მდებარე საოფისე ფართის დაახლოებით 2740 კვ.მ კედლების სამღებრო სამუშაოებზე.

შენიშვნა: ტენდერში მონაწილე პრეტედენტს აუცილებელია ჰქონდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. 

ტენდერის პირველი ეტაპი ითვალისწინებს სამშენებლო კომპანიების შერჩევას გამოცდილების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რისთვისაც დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირისრეგისტრაციის შესახებ; (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია (დოკუმენტაციაშიმითითებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების ჩამონათვალი, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
  • მომსახურების შემსყიდველი პირის სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერგაცემული);
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

პრეტედენტ(ებ)მა პროექტის გადაცემიდან 7 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს:

  • სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა), შესრულების ვადასა და გამოყენებული მასალ(ებ)ის დეტალურ აღწერილობას (მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები).

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ს/ს სადაზღვევო კომპანია იმედი ელ” იტოვებს უფლებას სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 1 თვის განმავლობაში შემსრულებელს დაუკავოს სრული ღირებულების 5 %, როგორც გარანტია შესაძლო დეფექტებისა და ხარვეზების აღმოჩენის აღმოსაფხვრელად.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 22 ივლისიდან 2019 წლის 29 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tenders_imedil@imedil.ge; tbochorishvili@imedil.geobregadze@imedil.ge

საკონტაქტო პირები:
თეიმურაზ ბოჭორიშვილი, მობ: 577 55 22 00
ოთო ბრეგაძე, მობ: 592 98 44 11

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები