ჩაბარების ვადა:

13 აგვისტო 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5687 - ტენდერი კონტეინერიდან მოხსნილი სეპარაციის (ხის დეტალები/ლითონის ბაგირების/პოლიპროპილენის თოკები) გაყიდვასა და ნავსადგურის სარეჟიმო და საკონტეინერო ტერიტორიიდან მისი გატანა-რეალიზაციაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომელიც არის “ეი პი ემ ტერმინალზის” ჯგუფის წევრი, აცხადებს ტენდერს, კონტეინერიდან მოხსნილი სეპარაციის (ხის დეტალები/ლითონის ბაგირების/პოლიპროპილენის თოკები) გაყიდვასა და ნავსადგურის სარეჟიმო და საკონტეინერო ტერიტორიიდან მისი გატანა-რეალიზაციაზე.

  • ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად;

სავალდებულო მოთხოვნაა ტენდერის მონაწილეებმა ფასი წარმოადგინონ ოთხივე პოზიციაზე ერთდროულად. ტენდერის მიზანია შეირჩეს ერთი კომპანია, რომელიც ყველა ტიპის სეპარაციული მასალის რეალიზაციაზე იქნება პასუხისმგებელი. პრეტენდენტი კომპანია, რომელიც ფასთა გამოკითხვის მეორე რაუნდში დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს იქნება ტენდერის გამარჯვებული და მასთან გაფორმდება წლიური ხელშეკრულება.

სარეალიზაციო საქონელი:

  • სეპარაციული ხის დეტალები (შეშა);
  • წიწვოვანი ჯიშის ძელები (2.45x0.09x0.14მ; 2.45x0.09x0.09მ); (3) ლითონის ბაგირები;
  • პოლიპროპილენის თოკები;

სარეალიზაციო საქონლის ლოკაცია:

  • ფოთი საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტერიტორია (მის.: ქ. ფოთი, ჯავახიშვილის #32, 4100, ფოთი, საქართველო).
  • ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორია (მის: ქ. ფოთი, აღმაშენებლის #38);

სატენდერო დოკუმენტაცია:

  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #1) გთხოვთ იხილოთ, გაეცნოთ და მონაწილეობის შემთხვევაში ხელმოწერილი სახით ატვირთოთ ხელშეკრულება კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე;
  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #2) გთხოვთ გაეცნოთ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქციას/გრაფიკს და დაგვიდასტუროთ;

 სეპარაციული მასალის რეალიზაციის პროცესის აღწერა:

  • სეპარაციული მასალის რეალიზაციის პროცესის აღწერა და დეტალები იხილეთ ბმული დანართის #3 სახით.

სატენდერო შემოთავაზება:

  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარმოდგენის მიზნით უნდა შეავსოს სატენდერო წინადადების ფორმაში (ბმული # 4) მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით (სეპარაციული მასალის რეალიზაციის პროცესის აღწერა, დანართი #3) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტერიტორიის დათვალიერება:

  • ტერიტორიის დათვალიერების მიზნით ვიზიტის შემთხვევაში გამყიდველის საკონტაქტო პირის უნდა აცნობოთ აღნიშნულის თაობაზე ერთი დღით ადრე და ელ. ფოსტის საშუალებით გაუგზავნოთ ვიზიტორების პირადობის ასლები.
  • ტერიტორიაზე ვიზიტის დროს ვიზიტორები აღჭურვილი უნდა იყვნენ შემდეგი უსაფრთხოების დაცვის საშუალებებით: ამრეკლი ჟილეტი, ჩაფხუტი, უსაფრთხოების ფეხსაცმელი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 13.08.2019
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: ivane.gogia@apmterminals.com

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ივანე გოგია
მობილური: (+995) 599 887901
ელ.ფოსტა ivane.gogia@apmterminals.com

შენიშვნა: 
კონტრაქტორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლებელია წელიწადში 30 კუბური მეტრი სეპარაციული ხის დეტალი/ძელი ნავსადგურის მოთხოვნის შემთხვევაში დარჩეს ნავსადგურის საკუთრებაში. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ აღნიშნულმა ხელი არ უნდა შეუშალოს კონტრაქტორს იმ მომენტისათვის ხელმისაწვდომი მასალის რეალიზაციაში/შესყიდვაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები