ჩაბარების ვადა:

9 აგვისტო 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T5726 - ტენდერი ქ. ქუთაისსა და ქ. თბილისში მდებარე სპეციალიზირებული მცირე საოჯახო სახლებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებისთვის ელექტრო სავარძელ-ეტლების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ შესყიდვის საგანია ქ. ქუთაისსა და ქ. თბილისში მდებარე სპეციალიზირებული მცირე საოჯახო სახლებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებისთვის ელექტრო სავარძელ-ეტლების შეძენა, რომელთა რაოდენობა და ზომები მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.

  • შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 9250.00 ლარი. (ცხრაათასორასორმოცდაათი ლარი 00 თეთრი)

შესყიდვის ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს:

  • აღჭურვილობის ტრანსპორტირება ქუთაისის და თბილისის მცირე საოჯახო სახლებში.
  • აღჭურვილობის აწყობა / მონტაჟი

სავარძელ-ეტლები უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მათ მიერ მოსაწოდებელი აღჭურვილობის სტანდარტებთან შესაბამისობისა და ხარისხის გარანტიის შესახებ. კომპანიის შერჩევის შემთხვევაში აღნიშნული ოფიციალური დოკუმენტაცია უნდა ახლდეს თან დამხმარე საშუალებებს.

მომწოდებელი ვალდებულია აღნიშნული აღჭურვილობის მოწოდება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის ვადაში.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  • შევსებული ტექნიკური დავალება (იხილეთ დანართი #1).
  • ინფორმაცია ელექტრო-ეტლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და გარანტიის პირობების შესახებ (მაგალითად, კომპანიის წერილი, ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდიდან და სხვა)
  • ინფორმაცია ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ან ზრდასრული პირების დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის კუთხით (ინფორმაცია განხორციელებული აქტივობების შესახებ)
  • ინფორმაცია ორგანიზაციის საგადასახადო დავალიანების შესახებ.

სასურველია ორგანიზაციას ქონდეს გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვების კუთხით.

ტენდერის ჩაბარრების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 09.08.2019, 12:00 სთ.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილ იქნას დალუქულ კონვერტში მისამართზე: თბილისი, ბეჟანიშვილის შესახვევი #8. მცირე საოჯახო სახლი. დღის 10-12 სთ შუალედში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ლალი ცერცვაძე
ტელ: 574 557 554
ელ. ფოსტა: lalicercvadze@gmai.com

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები