ჩაბარების ვადა:

12 აგვისტო 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T5746 - ტენდერი თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული დრამატული თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ასოციაცია ატუ" აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად:

შესყიდვის ობიექტია: თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული დრამატული თეატრის:

  • სამაყურებლო დარბაზის გადახურვის ლითონის ფერმების დამზადება - მონტაჟი და КМД. სავარაუდო წონა 19ტნ.
  • სცენის კოლოფის გადახურვის ფერმების, ცხაურაფენილის და გალერეების ლითონის კონსტრუქციების დამზადება - მონტაჟი და КМД. სავარაუდო წონა 33ტნ.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

იურიდიული პირებისათვის:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 წლის;
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი;
  • ინფორმაცია ძირითად თანამდებობებზე მომუშავეთა კვალიფიკაციის შესახებ (CV);
  • ინფორმაცია უკანასკნელი 3-5 წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების (სამუშაოების) შესახებ;
  • გარანტიის ვადების მითითება.

მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადების შედგენის წესის შესახებ:

  • პირველ რიგში შესასრულებელია სამაყურებლო დარბაზის გადახურვის ლითონის ფერმების დამზადება და მონტაჟი;
  • შესყიდვის ფასი უნდა იყოს შედგენილი გადმოცემული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით;
  • სატენდერო წინადადება შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე;
  • სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 12 აგვისტომდე 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #39ა 10 სართული, ოთახი #14 ან #1.

საკონტაქტო პირი:
გიორგი გუგუნაშვილი
ტელ: 599 53-77-23

ტენდერის მონაცემები, ნახაზები და სხვა ტექნიკური მონაცემები შეგიძლიათ მიიღოთ 2019 წლის 2 აგვისტოდან შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი 39ა, 11 სართული, ოთახი #15. ნოდარ გოგოლაშვილი ტელ 599 91-95-91

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს ტექნიკურ საკითხებში შეუძლიათ დაუკავშირდნენ სერგო კელენჯერიძეს შემდეგ ნომერზე მობ 599 73-18-41

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები