ჩაბარების ვადა:

12 აგვისტო 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5747 - ფასთა გამოკითხვა სამშენებლო სახარჯი მასალების მომწოდებლის შესარჩევად

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ალიანს კონსტრაქშენ" არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ახორციელებს უნიკალურ პროექტს ქ. თბილისში -,,TWIN TOWERS Residences’’, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს ერთმანეთთან საერთო გალერეით შეერთებულ ორ ოცსართულიან შენობას მოდერნის სტილში, მთელი რიგი უპირატესობებით.

აღნიშნული პროექტის მიზნებისთვის, ,,ალიანს კონსტრაქშენ“ აცხადებს ფასთა შედარებას სამშენებლო (სამშენებლო სახარჯი) მასალების მომწოდებლის შესარჩევად.

გთხოვთ, ჩამონათვალი იხილოთ დანართის სახით.

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა /ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • სამშენებლო მასალების ფასი უნდა იყოს ფიქსირებული და წარმოდგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
  • ფასთა შემოთავაზება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც სრულ ჩამონათვალზე, ასევე კონკრეტულ პროდუქციაზე;
  • გადახდის პირობები;
  • მიწოდების პირობა;
  • მიუთითეთ სამშენებლო მასალების ბრენდი, ტექნიკური პარამეტრები, მწარმოებელი ქვეყანა და დაურთეთ ფოტომასალა;
  • კანდიდატი მზად უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში თავისი ხარჯით ადგილზე წარმოადგინოს პროდუქციის ნიმუში;
  • გამარჯვებული სუბიექტი მზად უნდა იყოს, მოთხოვნილი მასალები მოაწოდოს კომპანიას ადგილზე (ქ.თბილისი, ორთაჭალა);
  • მიამაგროს ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელთა რეესტრიდან/პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზება (სასურველია, წარმოდგენილი იყოს არა მხოლოდ ქართულ, ასევე რუსულ ენაზე) და თანმხლები დოკუმენტაცია უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით და ჩადებული დალუქულ (გადაბმის ადგილზე) ხელმოწერილ კონვერტში. ასევე შესაძლებელია ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული და PDF ფორმატში დასკანერებული შემოთავაზების გამოგზავნა ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2019 წლის 12 აგვისტო, 17.00 საათი.  

საბუთების ჩაბარება შესაძლებელია ალიანს კონსტრაქშენის ოფისში, მისამართზე: ქ.თბილისი, გორგასლის N8, მე-5 სართული.  

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდები ქვემოთ მითითებულ მისამართზე/ნომრებზე:
შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ქეთევან გუგუშვილი
ტელ: 557 17 17 10
ელ. ფოსტა: Allianceconstruction.hr@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები