15 აგვისტო 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5759 - ტენდერი გირაოში დარჩენილი ძვირფასეულობის გადაცემა/გაყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს გირაოში დარჩენილი ძვირფასეულობის გადაცემა/გაყიდვაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ფასი,ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი,საკონტაქტო პირების მითითებით;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
ტენდერის აღწერილობადა მოთხოვნები:
- ფასი განისაზღვრება ძვირფასეულობის გადაცემის დღის 12 საათზე ლონდონის ბირჟაზე kitco.com (http://www.kitco.com) დაფიქსირებული ძვირფასი ლითონების ფასს მინუს შემოთავაზებული პროცენტული სხვაობის მიხედვით.
- ბანკის მიერ განიხილება მხოლოდ ის პრეტენდენტი, რომელიც წარმოადგენს ძვირფასეულობის მოცემულ ბმულზე (www.kitco.com) დაფიქსირებულ ფასს და შესასყიდ ფასს შორის უმცირეს პროცენტულ სხვაობას.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სარეალიზაციო ძვირფასეულობა გადაეცემა სინჯების და წონის მიხედვით; მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით;
- გამარჯვებული კომპანიის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული, ნასყიდობის საგნის თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს წინასწარ.
- ბანკი არ იძლევა სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში კონკრეტული ოდენობით ან/და პერიოდულობით ძვირფასეულობის გაყიდის გარანტიას.
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი გირაოში დარჩენილი ძვირფასეულობის გადაცემა/გაყიდვაზე “
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 აგვისტო (18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ირაკლი ჯანჯღავა
ელ. ფოსტა: Irakli.Janjgava@terabank.ge
ტელ: 255 00 00 / (შიდა 2072).
მობ: 595 17 73 37
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძე
ელ. ფოსტა: Irakli.mikadze@terabank.ge
ტელ: 255 00 00 / (შიდა 2005).
მობ: 595 60 01 04
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 18500000 სამკაულები, საათები და მონათესავე ნივთები