ჩაბარების ვადა:

16 აგვისტო 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5760 - ტენდერი არალეგალური ნაგავსაყრელის დახურვაზე ქ. ბათუმში

ტენდერის აღწერილობა:

ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II), USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც CENN ახორციელებს 2017 წლის მარტიდან. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.  

WMTR II პროგრამა მუშაობს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, აჭარის ა.რ.–სა  და ქალაქ თბილისში. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.

WMTR II მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელება;
  • ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის გაძლიერება;
  • გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების სისტემის და ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.  

ტენდერის მიზანი:

ტენდერის მიზანია ქ. ბათუმში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე არალეგალური ნაგავაყრელის დახურვა და დახურვის ფარგლებში შემდეგი სამუშაოების განხორციელება:

  • ნაგავსაყრელზე არსებული ნარჩენების ბულდოზერით მოგროვება, ნაწილობრივ ხელით დამუშავება (I კატ. გრუნტის);
  • ნაგავსაყრელის ტერიტორიის საბოლოო, დამატებითი გაწმენდა წვრილი ფრაქციის ნარჩენებისაგან ხელით, გათვალისწინებული ნარჩენების მასისა და დაბინძურებული გრუნტის გამოტანის შემდეგ - 1950 მ2. (განახორციელებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისად, კონტრაქტორმა ამ სამუშაოების ხარჯი არ უნდა მიუთითოს ხარჯთაღრიცხვაში)
  • ნარჩენების გადატანა ბულდოზერით, 100 მ მანძილზე, გადამტვირთ მოედანზე, გროვებში განთავსებით, შემდგომი დატვირთვისათვის;
  • გროვებში განთავსებული ნარჩენების (I კატ. გრუნტი) დამუშავება და დატვირთვა ავტოთვითმცლელებზე, ექსკავატორით პნევმოსვლაზე (ჩამჩის მოც. 0.15მ3).
  • დატვირთული ნარჩენების გადატანა და განთავსება ქ. ბათუმის ოფიციალურ ნაგავსაყრელზე (შეტანილი ნარჩენების მოცულობა არაუმცირეს 3105 მ3, წარსადგენი იქნება ბათუმის ოფიციალურ ნაგავსაყრელზე შეტანის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი).

წარდგენილი ძირითადი მოთხოვნები:

  • კარგად ხილვადი ნიშნის დამონტაჟება ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მითითებული იქნება კონტრაქტორი, სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლითაც დაინტერესებული პირი შეძლებს კითხვების შემთხვევაში კომპანიასთან დაკავშირებას;
  • სამუშაო ადგილზე პერსონალის უსაფრთხოების წესების დაცვა. მათ შორის სამუშაოების დაწყებამდე მუშებისათის უსაფრთხოების ბრიფინგის ჩატარება, (მათ შორის ძირითადი წესების შესახებ, მაგ. ობიექტზე მოწევის ან ჭამის შეზღუდვა, ხელის დაბანა ან ხელის სადეზინფეციო ხსნარის გამოყენება სამუშაოს შემდეგ), ბრიფინგი მოულოდნელი ნარჩენების აღმოჩენის პროცედურების შესახებ , პერსონალის აღჭურვა სპეცტანსაცმლით და უსაფრთხოების დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით, მათ შორის ნიღბები, სათვალეები, ტყავის ხელთათმანები, l კატეგორიის ტყავის ფეხსაცმელი (ფეხების დასაცავად);
  • უზრუნველყოს ნარჩენების შეგროვების დროს მწვანე ნარგავების დაზიანების პრევენცია;
  • დროებითი გადასატვირთი სადგურის ბადით შემოღობვა, სამუშაოების დასრულების შემდეგ გადამზიდი სადგურისთვის მოწყობილი ტერიტორიის დასუფთავება; 
  • სატვირთო მანქანების ბრეზენტით გადახურვა მათი მოძრაობისას; 
  • ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შეზღუდვა დღის სამუშაო საათებით. ობიექტზე შემავალი ყველა სატრანსპორტო საშალებისთვის არაასფალტირებულ გზებზე გადაადგილების სიჩქარის შეზღუდვა 24 კმ/სთ–მდე ;
  • გზაზე მტვრის წარმოშობის პრევენციის ხერხების გამოყენება (მაგ., ობიექტზე და გზებზე წყლის მოსხურება); 
  • გამოყენებული იქნეს ლიცენზირებული, დაზღვეული და ნებართვის მქონე სატრანსპორტო საშუალებები, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
  • გამოყენებული იქნეს გამართული სატრანსპორტო საშუალებები. ასევე, მოხდეს მათი ტექნიკური მომსახურება მწარმოებლების რეკომენდაციების შესაბამისად (ზეთების დაღვრის პრევენცია);
  • უშუალოდ ნარჩენების გროვების სიახლოვეს გადის მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზები და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა, რათა ექსკავატორის ჩამჩა არ მიუახლოვდეს მაღალი ძაბვის საჰაერო კაბელებს.  

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დანართები.  

ტენდერში მონაწილეობა:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.   

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, საკონტაქტო პირი;
  • შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (თანდართული სამუშაოს მოცულობათა უწყისის თანახმად);
  • სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადა;
  • განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასაწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე shorena.ebanoidze@cenn.org ან წარმოადგინონ ასოციაცია CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა 27, 2019 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იქნება:

  • მომსახურების ფასი;
  • მომსახურების დრო;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება.  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები