ჩაბარების ვადა:

16 აგვისტო 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5768 - Development of Info Packs for VET Campaigning

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1-ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 16.08.2019 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შეთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი)  და შესაბამისად მითითებული ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ  კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი)
  • ტენდერის დასახელება - "Development of Info Packs for VET Campaigning"
  • წარწერა ,,კონფედენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 16.2179.6-001.00 
და აგრეთვე ნომერი: 83331545

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

გთხოვთ საფასო შემოთავაზებაში თითოეული მომსახურებისთვის (იხ. ტექნიკური დავალება პუნქტი 3 List of Deliverables ) მიუთითოთ 1-დან 3-მდე დღიური ანაზღაურება თითო ექსპერტზე.
და ასევე მიუთითოთ მომსახურება 4-ის ფასი ქვემოთ მოყვანილ ფორმატში:

  • ა. Presentations (10 – მდე) - ერთეულის ფასი, თითო XXX ევრო
  • ბ. Factsheets (10 – მდე) - ერთეულის ფასი, თითო XXX ევრო
  • გ. Talking points (10 – მდე) - ერთეულის ფასი, თითო XXX ევრო
  • დ. Information leaflet (10 – მდე) - ერთეულის ფასი, თითო XXX ევრო
  • ე. Infographics (10 – მდე) - ერთეულის ფასი, თითო XXX ევრო
  • ვ. Posters (10 – მდე) - ერთეულის ფასი, თითო XXX ევრო

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ანა ჩხეიძეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – anna.chkheidze@giz.de შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 23.08.2019 -თვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები