ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2019, 17:08

სტატუსი:

დასრულებული

T5769 - ავტოპარკის ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, კუთვნილი ავტოპარკის ნაწილები და ტექნიკური მომსახურება.

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.

შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ დოკუმენტებში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, 2019 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით დოკუმენტებში მითითებულ მისამართზე.

განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში 10 საათიდან 18 საათამდე.

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ.
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.

გთხოვთ დამატებითი დეტალები იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტებში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს კომპანიის დასახელება და „ავტოპარკის ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურეობის შესყიდვის ტენდერი".
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერის კატეგორია:

  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები