ჩაბარების ვადა:

23 აგვისტო 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5776 - ტენდერი ახალი სათაო ოფისის სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ფინკა ბანკი საქართველო” მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია. ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს შიდასარემონტო სამუშაოების შესრულებაზე ახალ სათაო ოფისში (მისამართი: თბილისი, სანდრო ეულის ქ. N 1 - ახალაშენებული და ექსპლოატაციაში მიღებული 4 სართულიანი შენობა, საერთო ფართით 1361.7 კვ.მ).

ინფორმაციისათვის: შენობაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა გაზზე; შესაძლებელია მოხდეს გათბობის ქვაბისა და რადიატორების გადაადგილება; ასევე გაკეთებულია კონდიცირება- გათბობის მოწყობილობა ელექტროენერგიაზე; აგრეგატები შიდა სივრცეში არ არის დამონტაჟებული, ხოლო გარე აგრეგატები პროექტის შესაბამისად დამონტაჟებულია.

იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული კომპანია გამოთქვამს შენობის შიდა პერიმეტრის ნახვის სურვილს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით, რათა ვუზრუნველვყოთ შენობაში კომპანიის წარმომადგენლ(ებ)ის დაშვება და მისი დათვალიერება.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს მიერ შემუშავებული სატენდერო განაცხადის ფორმა (განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით) (იხ. თანდართული ფაილი);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი;
  • წერილი შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან, ორგანიზაციის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ორგანიზაციის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • შესაბამისი ორგანოების ცნობა, რომელიც ამტკიცებს სამშენებლო კომპანიის ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღის არარსებობას;
  • საგარანტიო და ანგარიშსწორების პირობები (დოკუმენტი უნდა შეადგინოს პრეტენდენტმა)
  • სარემონტო სამუშაოების შესრულების მაქსიმალური ვადა
  • სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს მიერ შემუშავებული სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა (დედანი და ელექტრონული ვერსია, ჩაწერილი CD დისკზე) (ფასები მითითებული უნდა იყოს ლარებში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს) (იხ. თანდართული ფაილი);
  • პრეტენდენტებს სურვილისამებრ შეუძლიათ წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია ან ელექტრონული ვერსია შესრულებული სამუშაოების შესახებ (პროექტები, პრეზენტაციები და ა.შ).

დაინტერესებულმა კომპანიებმა პირველი ეტაპისათვის უნდა განახორციელონ მხოლოდ აღნიშნული ხარჯის განფასება წარმოდგენილი ნახაზების მიხედვით, სარემონტო სამუშაოების წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ფორმის შესაბამისად.

შემდეგი ეტაპისათვის შერჩეული კომპანიებისათვის მიწოდებულ იქნება სრული პროექტი მუშა ნახაზებით, რათა წარმოდგენილი იქნას დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა.

სარემონტო სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის პასუხისმგებლობით, მაღალი ხარისხით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის, სფეროში მოქმედი ნორმების დაცვისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

სატენდერო პროცედურები და ვადები

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. სამშენებლო კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ასევე, ყურადღება მიექცევა საბანკო სექტორში განხორციელებულ პროექტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდება ბანკის მხრიდან დადგენილი ძირითადი სტანდარტებითა და შიდა კორპორაციული ნორმების დაცვით.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას სამშენებლო კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. პრეტენდენტის მიერ მითითებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში იგი ჩაითვლება დისკვალიფიცირებულად.
  • სს „ფინკა ბანკი საქართველო“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი.
  • გთხოვთ, სატენდერო წინადადებები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით (წარწერით „კონფიდენციალურია“) მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N 71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი N 12სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათაო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ კომპანიის დასახელება, ასევე ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

სატენდერო შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე,შაბათ-კვირის გარდა, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადაა2019 წლის 23 აგვისტო, საღამოს 18:00 საათი.

იხილეთ მიბმული ფაილები:

  1. საერთო სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფორმა;
  2. ტენდერშიმონაწილეობის განაცხადის ფორმა;
  3. შენობაში არსებული სართულების დაგეგმარების ნახაზი

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართებზე: natia.khuchua@finca.ge და lali.mujirishvili@finca.ge

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

წინამდებარე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შეუფერხებელი საქმიანობის განხორციელების და მონაცემების დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბანკმა თქვენი მონაცემების დამუშავებისას გამოიყენოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული აუთსორსინგული ურთიერთობის ფარგლებში მომსახურების გამწევი კორპორაცია მაიკროსოფტის მიერ შეთავაზებული „ღრუბლოვან სერვერებზე“ მონაცემების შენახვის სერვისი, რომელიც განთავსებულია აშშ-ში. ამასთან, მონაცემთა მიმღები მაღალი სტანდარტებით იღებს ყველა შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომებს, რათა მკაცრად დაიცვას მიღებული მონაცემების კონფიდენციალურობა.

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები