Tenders.ge
ფრეკო

T5785 - ტენდერი სადისტრიბუციო კომპანიებისთვის - დასავლეთ საქართველო


განცხადება
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეკო" პირველი ქართული კარტოფილის ფრის მწარმოებელია საქართველოში. "ფრეკოს" საწარმო მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში. ჩვენი პროდუქცია იწარმოება მხოლოდ ახალციხის ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილით, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და არის ნატურალური ქართული პროდუქტი.

კომპანიის შესახებ ინფორმაციისთვის გადადით ჩვენს საიტზე: www.freco.ge ან ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/FRECO.GE/

კომპანია "ფრეკო" აცხადებს ტენდერს სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირს.

სარეალიზაციო პროდუქტი: გაყინული კარტოფილი ფრი და გაყინული მექსიკური კარტოფილი
სადისტრიბუციო ზონები: დასავლეთ საქართველო (აუცილებელია მომარაგდეს აჭარა და იმერეთი)

ტენდერში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სასაწყობე სამაცივრე (-20 გრადუსი) მეურნეობა;
  • მაცივარი სადისტრიბუციო მანქანების ავტოპარკის ფლობა;
  • გამოცდილება გაყინული პროდუქტების დისტრიბუციაში.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 599 055005 ან ელ ფოსტაზე: info@freco.ge

დამატებითი დეტალების განხილვა მოხდება შეხვედრაზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი