ჩაბარების ვადა:

30 აგვისტო 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T5795 - ტენდერი Datadomain DD6300 -ის და შესაბამისი ლიცენზიის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს Datadomain DD6300 -ის და შესაბამისი ლიცენზიის შესყიდვაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ერთი ცალი Datadomain DD6300-ის და შესაბამისი ლიცენზიის შესყიდვა;
  • კომპანიის მხარდაჭერა მოწყობილობის ინსტალაციის დროს.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი (შესაბამისი სპეციფიკაციით).

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);
  • ხელმოწერილი ფასების ცხრილი; (იხ.თანდართულ ფაილი);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF-ი.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);

  • ტენდერის დასახელება;

  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება

  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში.

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე ( www.procreditbank.ge ) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).


შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 30 აგვისტო 2019 წელი 16:00 საათამდე

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
გიორგი დგებუაძე
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222 (1840)
E-mail: g.dgebuadze@procreditbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები