ჩაბარების ვადა:

8 ივლისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T580 - კონკურსი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე

კონკურსის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

პროექტის ნომერი: 13.2197.9-004.07

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად (იხილეთ თანდართული ფაილები).

კონკურსის ჩაბარების პირობები:

ინტერესის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციის წაღება შესაძლებელი იქნება 2015 წლის 17 ივნისს 18:00 საათამდე.

შემოთავაზებები გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ამობეჭდილი სახით 2015 წლის 08 ივლისს 18 საათამდე 2 სხვადასხვა კონვერტში.

1 კონვერტში საფასო შემოთავაზება (გთხოვთ ბიუჯეტი წარმოადგინოთ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალის ფორმის მიხედვით. ფასი მითითებული უნდა იყოს ევროში), ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ქართულ და ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

სატენდერო დოკუმანტაციის წასაღებად გთხოვთ მინდობილმა პირმა თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ფირმის რეკვიზიტები, მათ შორის აქტუალური ელ. ფოსტის მისამართი. სარემონტო ფართის დათვალიერება ინდივიდუალურად იქნება შეთანხმებული. დამატებითი შეკითხვები მიიღება მხოლოდ წერილობითი ფორმით და პასუხებიც შესაბამისად მხოლოდ წერილობით გაიცემა.

შემოთავაზების წარმოსადგენად გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება : Renovation of the new project offices in MENRP
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღება და შემოთავაზების წარდგენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს

რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი 11.2197.9-004.07
და აგრეთვე ნომერი  83203632

და დანომრეთ კონვერტები

(I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე:
giz-georgia@giz.de – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა.

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 15.07.2015 -სთვის.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ