30 აგვისტო 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5811 - ტენდერი ქ. თბილისში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (კუს ტბის და ფუნიკულიორის დამაკავშირებელი ბილიკზე, ტყის ფონდი) მცირე საველე ინფრასტრუქტურის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ბორჯომი" აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (კუს ტბის და ფუნიკულიორის დამაკავშირებელი ბილიკზე, ტყის ფონდი) მცირე საველე ინფრასტრუქტურის მოწყობაზე შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:
- საპიკნიკე მაგიდა - გათვლილი უნდა იყოს 12 ადამიანზე, არანაკლებ 3 მX0, 8 მ, რაოდენობა: 2 ცალი.
- დამზადებისათვის გამოყენებული მასალები: გამოყენებული უნდა იქნას მშრალი ხის მასალა, საპიკნიკე მაგიდის ძირი უნდა იყოს მოპირკეთებული ქვით, გადახურვა უნდა მოხდეს შავი ფერის შინგლით. ხის მასალა უნდა დამუშავდეს ხარისხიანი ანტი-სეპტიკით და ფერი უნდ იყოს მუქი ყავისფერი (იხილეთ დანართი # 1) - ცეცხლის დასანთები ადგილის მოწყობა - რაოდენობა 3 ცალი.
- დამზადებისთვის გამოსაყენებელი მასალები: ცეცხლგამძლე ქვა, ცეცხლგამძლე აგური, რომელიც გამოყენებული იქნება ცეცხლის დასანთები ადგილის შიდა მხარეს. გამოყენებული უნდა იყოს ყინვა-გამძლე ბეტონი (იხილეთ დანართი #2) - დასასვენებელი სკამი ორმხრივი - სიგრძე არანაკლებ 2 მ. რაოდენობა: 2 ცალი
- დამზადების მასალები: გამოყენებული უნდა იქნას ხის მასალა და ასევე რკინა. ხის მასალა დამუშავებული ანტისეპტიკით და მუქი ყავისფერი საღებავით. უნდა ქონდეს მყარი საზურგე. (იხილეთ დანართი #3) - უსაფრთხოების მოაჯირი
- ბილიკის გასწვრივ 50 მეტრზე გამოყენებული უნდა იყოს უსაფრთხოების მოაჯირი. მოაჯირი უნდა ჩამაგრდეს ანკერებით. ბოძებს შორის გამოყენებული უნდა იყოს ტროსი ორმწკრივად. - მცირე ამფითეატრი
- გამოყენებული მასალა: მშრალი ხის მასალა და რკინა, ხის მასალა დამუშავებული უნდა იყოს ანტისპეპტიკით და მუქი ყავისფერი. ერთი სკამის სიგრძე არანაკლებ 2 მ. სკამის რაოდენობა გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 25 ბავშვზე. (იხილეთ დანართი # 4)
ანგარიშსწორების პირობები:
- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
- ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში.
- ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს
- 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო წინადადების ფასი (სატენდერო წინადადების ფასი მიეთითება სისტემაში) წარმოდგენილი უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
- საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება.
ხელშეკრულების სხვა პირობები:
- პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება ბუნებაში მსგავსი ინფრასტრუქტურის (დაცული ტერიტორიებზე, სატყეო ფონდში ან ბუნებაში მცირე ინფრასტრუქტურა) მოწყობის.
- პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია ( ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) და ფოტო მასალა მის მიერ შესრულებული საქმიანობის რომელიც მსგავსია, ამ ტენდერში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურისა.
- პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, რომელიც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაციით. - ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. -
ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ
-ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
მომსახურების გაწევის პირობები:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ. თბილისი, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია (კუს ტბა ფუნიკულიორის დამაკავშირებელი ბილიკი) მუნიციპალური ტყის ფონდში.
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე.
პრეტენდენტი პირის მიერ წარსადგენი რეკვიზიტები:
- უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- ხელმძღვანელის სახელი, გვარი
- პრეტენდენტის ტელეფონის ნომერი; მობ.
- ელექტრონული მისამართი, E-mail
- ბანკის დასახელება
- ბანკის კოდი
- ანგარიშსწორების ანგარიში
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტები პრეტენდენტმა უნდა წარდგინოს შემდეგ მისამართზე greenborjomi@gmail.com შემდეგი თანმიმდევრობით:
- ფასების ცხრილი და დეტალური ხარჯთაღრიცხვა
- ტექნიკური პირობების აღწერა;
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- პრეტენდენტი პირის რეკვიზიტები (პუნქტი 5);
ყველა დოკუმენტი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
სატენდერო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა: 30.08 2019, 18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისგან:
სატენდერო კომისიის თავჯდომარე: ნათია მულაძე
მობ: (577) 101 857
ელ. ფოსტა : muladzenatia@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები