ჩაბარების ვადა:

2 სექტემბერი 2019, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T5812 - ტენდერი ხიდების სავალი ნაწილის რკინა-ბეტონის ფილების დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ხიდების სავალი ნაწილის რკინა-ბეტონის ფილების დამზადებაზე #21/08/2019 - CONCR-SERVICE-GIEC.

მომსახურების აღწერა:
ხიდების სავალი ნაწილის რკინა-ბეტონის ფილების დამზადება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი:

  • მფ-1 (П-1-იხ.ნახაზი ბჟ16-18)- მართკუთხა ფორმის, ზომა 5.0*2.0*0.2, წონა 4.8 ტონა. - 14 ცალი 
  • მფ-2 (П-2-იხ.ნახაზი ბჟ16-19) - ტრაპეციის ფორმის ფილა, ზომა 5.0*2.67(1.33)*0.2, წონა 5.04 ტონა. - 2 ცალი 
  • მფ-2 (П-2-1-იხ.ნახაზი ბჟ16-19) - ტრაპეციის ფორმის ფილა სარკისებური, ზომა 5.0*2.67 (1.33)*0.2, წონა 5.04 ტონა. - 2 ცალი

მეორე ეტაპი:

  • მფ-1 (П-1-იხ.ნახაზი ბჟ16-18) - მართკუთხა ფორმის, ზომა 5.0*2.0*0.2, წონა 4.8 ტონა. - 15 ცალი 
  • მფ-2 (П-2-იხ.ნახაზი ბჟ16-19) - ტრაპეციის ფორმის ფილა, ზომა 5.0*2.67(1.33)*0.2, წონა 5.04 ტონა. - 2 ცალი 
  • მფ-2 (П-2-1-იხ.ნახაზი ბჟ16-19) - ტრაპეციის ფორმის ფილა სარკისებური, ზომა 5.0*2.67 (1.33)*0.2, წონა 5.04 ტონა. - 2 ცალი

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:  საპროექტო ნახაზები.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
    -  შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების  ვადების შესახებ; 
    - პირველი ეტაპისთვის დამზადების საბოლოო ვადა არაუგვიანეს 2 ოქტომბრისა.
    - მეორე ეტაპისთვის დამზადების საბოლოო ვადა არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. 
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18 თეიმურაზ ჩიჩუას სახელზე. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; (#21/08/2019 - CONCR-SERVICE-GIEC)
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 02 სექტემბერს 13:00 საათამდე.

საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
591 93 10 10
ელ. ფოსტა:  tchichua@gig.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
დიმიტრი ემუხვარი
საკონტაქტო ნომერი: 577 35 07 03

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები