ჩაბარების ვადა:

2 სექტემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5822 - ტენდერი საბროკერო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს საბროკერო მომსახურების შესყიდვის შესახებ, 1 წლის განმავლობაში.

შემსრულებლის (საბროკერო კომპანიის/ბროკერის) პასუხისმგებლობა და ვალდებულებები:

  • ს.ს.“მინას“ სახელზე / სახელით იმპორტირებული , ექსპორტირებული , დროებით ან სხვა ნებისმიერ რეჟიმში მყოფი ტვირთების დანიშნულების მიხედვით დროული უზრუნველყოფა, მათი განბაჟება, დეკლარირება, გადატვირთვების კონტროლი;
  • დაშვებულ ვადებში მანქანების / ტვირთების საბაჟო ტერმინალიდან გამოშვება;
  • კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო დოკუმენტაციის შექმნა / წარმოება;
  • დამკვეთის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მითითებულ დროს, დათქმულ ადგილზე მიწოდება და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ყველა მსგავსი სახის ოპერაციის განხორციელება.

შემსრულებელი ვალდებულია მიაწოდოს დამკვეთს ინფორმაცია მომსახურების მიმდინარეობის შესახებ, სიტუაციის გართულების ან ისეთი პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში რაც შეაფერხებს ან შეუძლებელს ხდის ამოცანის შესრულებას, დაუყოვნებლივ ამცნოს დამკვეთს შექმნილი ვითარების შესახებ.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2019 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • შემოთავაზება - თვიური და წლიური მოსმახურების ღირებულება - შემოთავაზება ლარში გადასახადების ჩათვლით (თუ არ ხართ დ.ღ.გ-ს გადამხდელი, გთხოვთ მიუთითეთ)

გაითვალისწინეთ, ტენდერთან დაკავშირებით შედეგი გეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 2 – 4 კვირა;

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.

განიხილება მხოლოდ 2 სექტემბრის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები