ჩაბარების ვადა:

3 სექტემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5830 - ტენდერი კადრების მართვის სისტემის შეძენასა და დანერგვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“, სს „გრინვეი საქართველო“ და სს „ქარფესტი“ აცხადებს ტენდერს კადრების მართვის სისტემის შეძენასა და დანერგვაზე.

ტექნიკური მოთხოვნები: 

  • აპლიკაციის ტიპი: ვებ პორტალი;
  • მომხმარებლის ავტორიზაციის ლოგირება;
  • პარალელურ რეჟიმში მინიმუმ 200 მომხმარებლის მიერ სისტემაში ავტორიზაცია და მონაცემების ნახვა;
  • ბექში მინიმუმ 10 პარალელური სესიით მუშაობა;
  • Active Directory-სთან თავსებადობა;
  • API სერვისი დამოუკიდებელ სისტემებთან ინტეგრაციისთვის (In-Out, Exact და სხვა);
  • სისტემის დანერგვა და ფუნქციონირება არ უნდა საჭიროებდეს დამატებით ლიცენზიებს.

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ჩაითვლება უპირატესობად: 

  • Active Directory-სთან ინტეგრირებული ავტორიზაციის მეთოდი;
  • მონაცემების სინქრონიზაცია Active Directory-დან HR სისტემაში (სასურველია ორმხრივი სინქრონიზაცია);
  • AD-სთან ინტეგრაციისთვის საჭირო მონაცემები: First name, Last name, Display Name, Email, Mobile, Office Phone, City, Job title, Office, Department, Company Name.
  • სისტემა უნდა იყენებდეს Open Source რელაციურ მონაცემთა ბაზას (სასურველია Postgresql);
  • თუ გამოიყენება სხვა ტექნოლოგია, მითითებულ ფასში უნდა შედიოდეს საჭირო ლიცენზიები ან წარმოდგენილი უნდა იყოს Open Source ტექნოლოგიაზე გადაყვანის თაიმლაინი.

უპირატესობა ენიჭება სისტემის შეძენის, დანერგვის და მომსახურების ხარჯების ერთიან და არაყოველთვიურ გადახდას. 

კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფასი უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს, მათ შორის დღგ-ს. 

სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად გთხოვთ წარმოადგინოთ მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ და გამოგვიგზავნოთ კორპორატიული კლიენტების სია. 

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 3 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ნანა კვიტია
მობ: 577 20 18 20

ტენდერის კატეგორია:

  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 48400000 საქმიანი გარიგებებისა და პირადი საქმეების მართვის პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 სექტემბერი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა