ჩაბარების ვადა:

2 სექტემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5832 - ტენდერი ნარჩენების გატანაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით.

ტრანსპორტირების მიმართულება: სოფ. ქსანი - გლდანის ნაგავსაყრელი

რაოდენობა: წელიწადში დაახლოებით 25 მანქანა მყარი ნარჩენი წარმოიქმნება.

ნარჩენების წარმოქმნა დამოკიდებულია სამშენებლო და დასუფთავების სამუშაოებზე; მაგალითად: რომელ თვეშიც მოხდება კაზმის საამქროს დასუფთავება იმ თვეში შესაძლებელია წარმოიქმნას 4-5 მანქანა ნარჩენი, დანარჩენ შემთხვევაში შესაძლებელია კვარტალში 2-3 მანქანა ვერ შეგროვდეს.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონულად ფოსტაზე : AALAVERDASHVILI@sisecam.com 2019 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • ტექნიკის ფოტო მასალა და ტექნ.მონაცემები;
  • ტექნიკის მოცულობა

შემოთავაზება- 1 რეისის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე

გაითვალისწინეთ, ტენდერთან დაკავშირებით შედეგი გეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 2 – 4 კვირა;
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.

განიხილება მხოლოდ 2 სექტემბრის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთAALAVERDASHVILI@sisecam.com

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები