2 სექტემბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5840 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის ინფორმაციის გადინების თავიდან აცილების “DLP” სისტემის შესყიდვასა და იმპლემენტაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის ინფორმაციის გადინების თავიდან აცილების “DLP” სისტემის შესყიდვასა და იმპლემენტაციაზე.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობას საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმებას კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (6 თვის);
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის «ინფორმაციის გადინების თავიდან აცილების DLP სისტემის» შესყიდვასა და იმპლემენტაციაზე “
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 2 სექტემბერი (18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ:
გიორგი ხუციშვილი
ტელეფონი 255 00 00 / (შიდა 1160). მობ: 595 957888
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Giorgi.Khutsishvili@terabank.ge
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს
ტელეფონი 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04
ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები