ჩაბარების ვადა:

6 სექტემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5843 - ტენდერი ელემენტების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • ფასის კლების ბიჯი: 150.00 ‎₾
  • მონაწილეობის დაწყება: 4 სექტემბერი 2019 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 6 სექტემბერი 2019 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ელემენტების შესყიდვაზე.

საქონლის
დასახელება
1 თვის შესასყიდი
რ-ბა (ცალი)
1 წლის შესასყიდი
რაოდენობა (ცალი)
ერთეულის ფასი
(ლარი)
ჯამური ფასი
(ლარი)
ელემენტი AA 400 4800    
ელემენტი AAA 700 8400    
      მთლიანი თანხა -
  • გამარჯვებულ კოპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება, შესასყიდი რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე. 

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • შემოთავაზებული ფასები უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირების თანხას. ტრანსპორტირება მოხდება დამკვეთის საწყობში, მისამართზე: თბილისი, ურეკის ქ.N2

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს წინამდებარე დოკუმენტი;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
  • ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობის ბიჯი მთლიან თანხაზე 150 ლარი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წინამდებარე დოკუმენტში არსებული ცხრილი (შევსებული სახით)

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 6 სექტემბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 150 ლარი;
  • ვაჭრობა გაიმართება 1 წლის განმავლობაში შესასყიდი პროდუქციის ჯამურ რაოდენობაზე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტაko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

მოგესალმებით. ელემენტებთან დაკავშირებით ხარისხის მოთხოვნაზე არანაირი პირობა არ გაქვთ და ფასები იწყება 10თეთრიდან და არის 10 ლარამდეც ცალის ფასი და ამას არ აქვს მნიშვნელობა?

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

მოგესალმებით, ხარისხობრივი მაჩვენებელი სატენდერო პირობით არ არის გათვალისწინებული. ტენდერის დასრულების შემდგომ მონაწილე კომპანიას წარმოსადგენი ექნება ნიმუშები, რომლებიც გაიტესტება და ამის შემდეგგ მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. გისურვებთ წარმატებებს!