ჩაბარების ვადა:

17 სექტემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5857 - ტენდერი კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით საჭირო სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობის პროექტის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქინვესტი“ აცხადებს მომსახურების ტენდერს:  კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით საჭირო სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობის პროექტის შესყიდვაზე 03/09-SAK-S/P-19

სამუშაოების აღწერა:
საპროექტო ობიექტის ტექნიკური მონაცემები:

  • მიწის საერთო ფართი შეადგენს 79 508 კვ.მ,  იხილეთ ტოფოგრაფიული გეგმა ფაილში დანართი N1;
  • მიწაზე არსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართი შეადგენს 36 567 კვ.მ, იხილეთ აღნიშნული შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, აღწერილობა და ფართობები ფაილში დანართი N2, ხოლო აღნიშნული შენობა-ნაგებობების გეგმები (ნახაზები) ფაილში დანართი N3.
  • სახანძრო სისტემის პროექტი უნდა იყოს შედგენილი მიწის საერთო ფართისა და ყველა შენობის გათვალისწინებით;
  • პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სახანძრო უსაფრთხოების ყველა ნორმასა და მოთხოვნას;
  • პროექტში გამოყენებული ტექნოლოგიები, სისტემები და ინვენტარი თავისი ტექნიკური პარამეტრებით და თვისებებით არ უნდა იყოს ადაპტირებული კონკრეტული მწარმოებლის პროდუქციასთან, უნდა იყოს უნივერსალური და იძლეოდეს საშუალებას რომ მოხდეს მისი შესრულება ნებისმიერი რეგიონის მომწოდებლის მიერ;
  • პროექტი უნდა იძლეოდეს საშუალებას ერთიანი სახანძრო უსაფრთხოების სისტემის ეტაპობრივად შესრულების, კერძოდ პროექტის მიხედვით უნდა იყოს შესაძლებელი სისტემაში ეტაპობრივად ღია ტერიტორიებისა და შენობების (ფართების) ჩართვა დამოუკიდებლად და მოქმედი სახანძრო სისტემის შეუფერხებლად.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • მიწის საერთო ფართის ტოფოგრაფიული გეგმა - დანართი N1;
  • შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, აღწერილობა და ფართობები - დანართი N2;
  • შენობა-ნაგებობების გეგმები (ნახაზები) - დანართი N3.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა უცხოურ ვალუტაშიც;
  • ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები (მინ. 1 ცალი);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 17 სექტემბერი, 18:00 საათი.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18;
  • საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი, ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge;  საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90;
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან, ობიექტის ადგილზე ნახვისა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით: ლევან კაკოიშვილი, საკონტაქტო ნომერი: 599 26 32 22.

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები