Tenders.ge
საქართველოს ბანკი

T5864 - ტენდერი სერვის ცენტრების, ოფისებისა და სხვა ობიექტების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე


ელ. ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: მიმდინარე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დაემატა ახალი დანართი მისამართების ჩამონათვალი.
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 18 სექტემბერი 2019 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სერვის ცენტრების, ოფისებისა და სხვა ობიექტების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება დასუფთავების მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 24 (ოცდაოთხი) თვეს. 
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან და ამ მიზნით ობიექტები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაცია აკმაყოფილებდეს წინამდებარე სატენდერო წინადადებაში განსაზღვრულ ყველა პირობას.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი 1) ექსელის ფორმატში;
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2) ვორდის ფორმატში;
  • საწმენდი საშუალებების ჩამონათვალი (დანართი 3) ექსელის ფორმატში;
  • საწმენდი დანადგარების (ტექნიკის) ჩამონათვალი (დანართი 4)  ექსელის ფორმატში;
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2018 – 30/06/2019 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით;
  • ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული დანართები N: 1, 2 ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი PDF- ფორმატში, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული. 

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ დამატებით წარმოადგინოს იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.

ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ სამი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი მიწოდების ჯაჭვის ყველა ნაწილში. 

ბანკი თანამშრომლომს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათი პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა. 

კომპანიები მზად უნდა იყვნენ პერიოდულ ინსპექციაზე და წარმოადგინონ შესაბამისი სერთიფიკატები. 

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 20 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
შესყიდვების განყოფილება - გია გოგიბერიძე
მობ: 593 340 540
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge

ტექნიკური საკითხები - 
ოქსანა ხოდინ
მობ: 574 837 105
ელ. ფოსტა: okhodin@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები