
10 სექტემბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5866 - ტენდერი ეკლესიის მშენებლობასა და რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ასოციაცია ატუ" აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტია: ხობის მუნიციპალიტეტის, სოფ. ძველი ხიბულა (საკადასტრო კოდი 45.17.21.209). ეკლესიის მშენებლობაზე რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობა: - დიამეტრით 800მმ სიგრძით 15მ - 31 ცალი და დიამეტრით 600მმ სიგრძით 11მ - 26 ცალი თანდართული პროექტის მიხედვით (იხილეთ ფაილი).
საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
იურიდიული პირებისათვის:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 წლის;
- შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი;
- ინფორმაცია ძირითად თანამდებობებზე მომუშავეთა კვალიფიკაციის შესახებ (CV);
- ინფორმაცია უკანასკნელი 3-5 წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების (სამუშაოების) შესახებ;
- გარანტიის ვადების მითითება.
მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადების შედგენის წესის შესახებ:
- სატენდერო წინადადება შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე;
- პრეტენდენტმა განფასება წარმოადგინოს ორ ვარიანტად:
- პირველი ვარიანტი: ხიმინჯებისათვის საჭირო არმატურის კარკასს და ბეტონს მიაწდვის დამკვეთი;
- მეორე ვარიანტი: ხიმინჯების მოწყობა შემსრულებლის მასალით და ტექნიკით.
სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურეობა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამდასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 10 სექტემბრის 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N39ა 10 სართული, ოთახი N14 ან N1.
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს ტექნიკურ საკითხებში შეუძლიათ დაუკავშირდნენ სერგო კელენჯერიძეს შემდეგ ნომრებზე მობ: 599 73 18 41
ტენდერის კატეგორია:
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები