ჩაბარების ვადა:

9 სექტემბერი 2019, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T5867 - ტენდერი სასტუმრო-საკონფერენციო მომსახურებაზე სამი ტრენინგის ჩასატარებლად

ტენდერის აღწერილობა:

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული საზოგადოებრივიორგანიზაცია - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა შემდეგი 4 მიზნის მიღწევას ესწრაფვის:

  • სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მდგრადობის გაზრდა დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით.  
  • სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები.
  • სამოქალაქო საზოგადოების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში.
  • სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს ტენდერს სასტუმრო-საკონფერენციო მომსახურებაზე სამი ტრენინგის ჩასატარებლად.

დაგეგმილი ტრენინგების თარიღებია:

  • 1 ტრენინგი - 8-12 ოქტომბერი, 2019
  • 2 ტრენინგი - 22-26 ოქტმბერი, 2019
  • 3 ტრენინგი - 12-16 ნოემბერი, 2019

დამატებითი ინფორმაცია:

ჩატარების ადგილი: აღმოსავლეთ საქართველო
ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა: 23 + / - 5 კაცი

სასტუმროში განთავსება (საუზმით):

23 + / - 5 კაცი
4 ღამე- ყოველ ტრენინგზე:

საკონფერენციო დარბაზების რაოდენობა:

  • 1 საკონფერენციო დარბაზი ბუნებრივი განათებით15-20 მონაწილეზე U - განლაგებით;
  • იზოლირებული 3 სამუშაო ადგილი ჯგუფური მუშაობისათვის
საკონფერენციო დარბაზის აღჭურვილობა:
  • პროექტორი და ეკრანი;
  • ფლიპ ჩარტის დაფა;
  • ლეპტოპი;
  • პრეზენტაციის გადასართავი პულტი (ე.წ. „კლიკერი“);
  • მაგიდების განლაგება -UShape;
  • ცალკე მაგიდა ლექტორისთვის;
  • მაგიდა ტრენინგის მასალებისთვის;
მაგიდა ყავის შესვენებისთვის (ცხელი წყალი, ყავა, ჩაი, რძე, ლიმონი სულ უნდა იყოს დარბაზში).

მოთხოვნები კვებაზე:

შვედური მაგიდა

კვება: სადილი, ვახშამი (თითოეული ტრენინგისთვის):
დრო შეთანხმებით

23 + / - 5 ადამიანზე:

  • 4 სადილი,
  • 8 ყავის შესვენება
  • 4 ვახშამი

გთხოვთ თქვენს შემოთავაზებაში წარმოადგინოთ ყავის შესვენების, სადილისა და ვახშმის მენიუ ცალ-ცალკე.

საკონფერენციო დარბაზის აღჭურვილობა:
  • პროექტორი და ეკრანი;
  • ფლიპ ჩარტის დაფა;
  • ლეპტოპი;
  • პრინტერი და საბეჭდი ფურცლები;
  • პრეზენტაციის გადასართავი პულტი (ე.წ. „კლიკერი“);
  • მაგიდების განლაგება - U Shape;
  • ცალკე მაგიდა ლექტორისთვის;
  • მაგიდა ტრენინგის მასალებისთვის;
  • წყალი მონაწილეებისთვის (დღეში 2 ბოთლი პერსონაზე).
  • სესიების მსვლელობის დროს ცხელი წყალი, ყავა, ჩაი, რძე, ლიმონი სულ უნდა იყოს დარბაზში. 
ტრენინგის მხარდაჭერა:

სასტუმროს პერსონალმა უნდა განახორციელოს ტრენინგის ტექნიკური, ორგანიზაციული და ღონისძიებისთვის საჭირო მოთხოვნების სათანადო უზრუნველყოფა.

შერჩევის პროცედურა:

  • შემოთავაზებებს განიხილავს და შეაფასებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ შექმნილი სატენდერო კომისია. გადაწყვეტილება მიიღება ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და შემოთავაზებული ფასის საფუძველზე.
  • კომისიას შეუძლია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და ჩაატაროს ადგილზე ვიზიტი შერჩევის პროცესისას. ასევე კომისიას შეუძლია, გადაამოწმოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებისთვის მსგავსი მომსახურების მიწოდების ხარისხთან დაკავშირებით.

განაცხადების წარდგენის პროცედურა

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: tgermanashvili@csrdg.ge პრიორიტეტი მიენიჭება უშუალოდ სასტუმრო-საკონფერენციო მომსახურების გამწევი კომპანიების შეთავაზებებს.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ „EUAA Trainings Venue”.

შემოთავაზების გამოგზავნის შემდეგ
მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი წერილი მიღებულია.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 9 სექტემბერი 15:00 საათი.

  • გთხოვთ, შემოთავაზება წარმოადგინოთ თქვენი ორგანიზაციის თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.
  • გთხოვთ, შემოთავაზებაში მიუთითოთ ერთეულის, ასევე მთლიანი ფასები ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე. ასევე სიტყვიერად აღნიშნოთ, რომ ფასები არ მოიცავს დღგ-ს.
  • გთხოვთ, მიუთითოთ შემოთავაზების მოქმედების ვადა (შემოთავაზება ძალაში უნდა დარჩეს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან მინიმუმ 20 დღის განმავლობაში).
  • გთხოვთ, მიუთითოთ საკონტაქტო პირი, მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: tgermanashvili@csrdg.ge

შენიშვნა: CSRDG არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილის მიერ შემოთავაზების მომზადებისა და წარმოდგენისათვის გაწეულ ხარჯებს, მიუხედავად იმისა შეირჩევა თუ არა მისი შემოთავაზება.

ნებისმიერი მიღებული განაცხადი განიხილება, როგორც შემოთავაზება ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის მხრიდან და არ გულისხმობს/არ ნიშნავს ამ შემოთავაზების მიღებას CSRDG-ის მიერ. CSRDG არ არის ვალდებული ტენდერში რომელიმე მონაწილეს გაუფორმოს კონტრაქტი ამ ტენდერის ფარგლებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 55100000 სასტუმროს მომსახურება