ჩაბარების ვადა:

23 ივნისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T587 - ტენდერი LCD/LED ტელევიზორების შესყიდვა-მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს LCD/LED ტელევიზორების შესყიდვა-მომსახურებაზე.

შესასყიდი საქონლის შესახებ სრული ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი; 
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); 
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
  • საგარანტიო მომსახურება და მწარმოებლის ქარხნული 3 წლიანი გარანტია;
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მიწოდება მითითებულ მისამართზე (საწყობი).
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთეულის ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში პუნქტების მიხედვით ლარებში;
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;
  • LED ტელევიზორების დეტალური სპეციფიკაცია:
    LED
    Size: 42” (107 cm)
    Ratio: 16:9 (Full HD)
    Resolution: 1920:1080
    Viewing Angle (H/V):178°/178°
    Interface: HDMI - 2, DVI, USB 2.0 -2

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 11 ივნისიდან – 2015 წლის 23 ივნისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 23 ივნისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის მოსაცდელი და სალაროს სკამების გადასაკრავი შალითების შეკერვის მომსახურებაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=412&lang=geo