ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T5883 - ტენდერი ბანკის კუთვნილი მცენარეების მოვლაზე თბილისის მაშტაბით

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკის კუთვნილი მცენარეების მოვლაზე თბილისის მაშტაბით.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ძირითადი სატენდერო მოთხოვნები
  • მცენარეების ჩამონათვალი

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • სარეკომენდაციო წერილი
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • ხელმოწერილი განფასება;  
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

დაინტერესებულ მხარეებს დეტალური ინფორმაცია შეღწევადობის ტესტის ფარგლების შესახებ მიეწოდებათ კონფიდენციალურობის ხელშეკრულების ხელის მოწერის შემდეგ.

გთხოვთ, საბუთებთან ერთად, ასევე, გამოაგზავნოთ CD დისკზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე www.procreditbank.ge გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)
  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი 2019 წელი 16:00 საათამდე.              

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ნინო პირმისაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
ნინო მაისურაძე /ფატიმა აქუბარდია
ზოგადი რისკების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222 (1590/1562)
E-mail: administration@procreditbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 77300000 მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 03400000 მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები