ჩაბარების ვადა:

16 სექტემბერი 2019, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5885 - ტენდერი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისათვის სამარშრუტო ტაქსით ტრანსპორტირების მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადამ გადაიწია 16 სექტმებერი, 13:00 საათამდე.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის სამარშრუტო ტაქსით ტრანსპორტირების მომსახურების მოწოდებაზე.

ტენდერი მოიცავს 3 ლოტს:

  • ლოტი N1 – ლილოს ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს ბანკის 2 სერვის ცენტრში და სერვის ცენტრიდან სახლებში თანამშრომლების ტრანსპორტირება;
  • ლოტი N2 – საქართველოს ბანკის ქოლ ცენტრიდან, რომელიც მდებარეობს სააკაძის მოედანზე (ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე) საქართველოს ბანკის თანამშრომლების (ნაწილი 1) ოფისიდან სახლში ტრანსპორტირება;
  • ლოტი N3  – საქართველოს ბანკის ქოლ ცენტრიდან, რომელიც მდებარეობს სააკაძის მოედანზე (ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე) საქართველოს ბანკის თანამშრომლების (ნაწილი 2) ოფისიდან სახლში ტრანსპორტირება და ასევე რამდენიმე თანამშრომლის პირიქით, სახლიდან ოფისამდე ტრანსპორტირება;
  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰყავდეს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება/სამარშრუტო ტაქსი და გამოცდილი მძღოლი. თითოეული ლოტისთვის მოიაზრება ერთი სატრანსპორტო საშუალება და ერთი მძღოლი.
  • მისამართები, განრიგი, თანამშრომლების რაოდენობა და სხვა დეტალები მოცემულია ფასების ცხრილში (დანართი 1)

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს.
  • ტენდერის მონაწილეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს როგორც მხოლოდ ერთ ლოტში, ასევე ორ რომელიმე ლოტში ან სამივე ლოტში ერთად, თუმცა განფასება წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული ლოტის შემთხვევაში ცალ-ცალკე.
  • ტენდერის მონაწილემ უნდა წამოადგინოს მომსახურების ყოველთვიური ჯამური ფასი თითოეული ლოტისთვის. ყოველთვიური ფასი უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადსა და გადასახდელს და ასევე მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს, მათ შორის საწვავის ხარჯსაც.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მქონე მომწოდებელს თითოეული ლოტისთვის. ტენდერში მონაწილემ შესაძლოა გაიმარჯვოს როგორც მხოლოდ ერთ ლოტში, ასევე ნებისმიერ ორ ლოტში ან სამივე ლოტში ერთად.

ანგარიშსწორების პირობა:
ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);  და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში;

ტენდერის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • კომპანიის/ფიზიკური პირის საქმიანობის მოკლე აღწერა (გამოცდილება, კლიენტების სია); 
  • მძღოლ(ებ)ის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის მათი მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ მოკლე მიმოხილვას;
  • შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის შესახებ ტექნიკური ინფორმაცია;
  • შემოთავაზებული მძღოლ(ებ)ის მართვის მოწმობის ასლი.

ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მიწოდების სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება.
შემოთავაზებულ მძღოლებს უნდა ჰქონდეთ მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

ხელშეკრულების გაფორმების წინ, ტენდერში მონაწილეს შესაძლოა მოეთხოვოს მძღოლების შესახებ დამატებითი ინფომაციის წარმოდგენა: ჯანმრთელობის ცნობა, ნასამართლეობის ცნობა, მართვის მოწმობაზე არსებული ქულების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია/ცნობა.

ასევე, ხელშეკრულების გაფორმების წინ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი სხვა იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 16 სექტემბერი, 13:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: +995 599 358 444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 სექტემბერი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა