ჩაბარების ვადა:

19 სექტემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5889 - ტენდერი საბურავების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საბურავების შესყიდვაზე.

საბურავების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ დანართ N1-ში.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 + 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
  • ბანკი ვალდებულებას არ იღებს დანართ N1-ში მოცემული რაოდენობების შესყიდვაზე. რაოდენობები შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნების შესაბამისად;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს ჩათვლით. 
  • ფასი უნდა მოიცავდეს საბურავების დაყენებას და ბალანსირების სერვისს, რომელიც მოხდება შემსრულებლის მისამართზე;

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
  • დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლელი ნიმუშების სახით. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დანართი N1, შევსებული ცხრილი;
  • მწარმოებლის სერთიფიკატ(ებ)ი და პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები;

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 19 სექტემბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 500 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტაko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 სექტემბერი 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 ‎₾