ჩაბარების ვადა:

18 ივნისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T589 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის კოდის უსაფრთხოების სკანირების საშუალებებზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის კოდის უსაფრთხოების სკანირების საშუალებებზე (შემდგომში პროდუქტი);

გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ დალუქულ კონვერტში მოცემული მოდელის მიხედვით:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • საგარანტიო ვადები და პირობები;
  • მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში)
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

პროდუქტისადმი მოთხოვნები:

1. პროგრამული უზრუნველყოფის კოდის სკანირების შესაძლებლობა დაპროგრამების ენებისთვის:

  • ASP .NET
  • JavaScript / Ajax
  • C
  • Java (with Android)
  • T-SQL
  • C#
  • JSP
  • C++
  • Objective C
  • VB Script
  • Classic ASP
  • PHP
  • VB .NET
  • PL/SQL
  • HTML
  • XML
  • დამატებითი დაპროგრამების ენების არსებობა სასურველია

2. Custom Language -სთვის წესების მორგების და დამატების საშუალება (პროპრიტეტად ჩაითვლება მომწოდებლის მხრიდან ამ წესების მორგებაში კონსულტაციები და აქტიური ჩარევა);
3. მინიმუმ ერთი მომხმარებელის არსებობა, რომელიც იმუშავებს ძირითად საშუალებებთან (პრიორიტეტად ჩაითვლება თუ მომხმარებელს ექნება სხვადასხვა ადგილიდან მუშაობის საშუალება. ასევე მომხმარებლების მეტი რაოდენობა ჩაითვლება პრიორიტეტად);
4. შემოთავაზება უნდა შეიცავდეს ყველა იმ საშუალების ჩამონათვალს, რომელიც მეტად ამარტივებს სამუშაო პროცესს (იგულისხმება თულები, პლაგინები შესაბამისი პროგრამირების გარემოსთვის, ანგარიშების ამოღების და დათვალიერების საშუალებები და ა.შ.) (მომხმარებლების რაოდენობა ჩაითვლება პრიორიტეტულად);
5. მიმდინარე (მუდმივად განახლებადი) პროექტების რაოდენობა სკანირებისთვის 10-15 პროექტი (პროექტი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს რამოდენიმე ქვეპროექტის ერთობლიობას, რომლელიც ემსახურება ერთ მიზანს. მაგ: რაიმე ტრანსფერების სისტემა მოიცავს ოპერატორის მოდულს, მენეჯერის მოდულს, ფილიალის მენეჯერის მოდულს, მოლარის მოდულს, ხელმძღვანელის მოდულს და ა.შ. ეს ყველა მოდული წარმოადგენს დამოკიდებულ ან დამოუკიდებელ პროექტს და გაერთიანებულია ერთ ან რამოდენიმე სოლუშენში და მუშაობს ტრანსფერების ჭრილში. ეს უნდა ჩავთვალოთ ერთ პროექტად);
6. აუცილებელია შემსრულებლის მხრიდან საწყის ეტაპზე ჩართვა და სისტემის და სამუშაო პროცესის გამართვაში დახმარება;
7. აუცილებელია პერსონალის დატრენინგება;
8. ასევე საჭიროა შემდგონი საპორტი (საპორტის რესფონს თაიმი იქნება პრიორიტეტული);
9. სასურველია გლობალურ საპორტთან ერთად ასევე ლოკალური საპორტის არსებობა მაქსიმალურად სწრაფი რეაგირებისთვის;

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 18 ივნისი, 2015 წ. საღამოს 5 საათი; 
ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“(ტენდერი).

სს ”ლიბერთი ბანკი”

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ