ჩაბარების ვადა:

18 სექტემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5895 - ვებ გვერდის დამზადება და ტექნიკური მხარდჭერა / Website Development and Technical Support

ტენდერის აღწერილობა: 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს კომერციული სამართლისა და სამართლებრივი პრაქტიკის გაუმჯობესება, დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 18.09.2019 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში - შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: „ვებ გვერდის დამზადება და ტექნიკური მხარდჭერა / Website Development and Technical Support“
  • წარწერა  “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108  თბილისი
მიუთითეთ  პროგრამის ნომერი: 17.2129.9-007.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83335226

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ანა ჩხეიძეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით anna.chkheidze@giz.de შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 25.09.2019 -თვის. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72300000 მონაცემთა მომსახურება
  • 72400000 ინტერნეტმომსახურებები