ჩაბარების ვადა:

23 სექტემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5918 - ტენდერი საარქივე დოკუმენტაციის სტელაჟების შესყიდვაზე, თანმდევი მომსახურებით (მიწოდება, მონტაჟი)

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ვადა გახანგრძლივდა 23 სექტემბრის 18:00 საათამდე.

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს საარქივე დოკუმენტაციის სტელაჟების შესყიდვაზე, თანმდევი მომსახურებით (მიწოდება, მონტაჟი).

ტექნიკური მოწყობა:

  • საარქივე  სტელაჟების შეძენა, მონტაჟი;
  • სტელაჟების სიმაღლე 3 მეტრი - 150 სექცია; 
  • სტელაჟები  უნდა  იყოს მეტალოკონსტრუქციისაგან;
  • საყრდენი პროფილი 40_იანი სისქით 3მმ . თაროს პროფილი 20_იანი სისქით 2.5მმ;
  • ტვირთამწეობა ერთ თაროზე არანაკლებ 200კგ;
  • თაროები უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2სმ სისქის DSP მასალისგან.

დამატებითი ინფორმაცია:

  • განფასება უნდა იყოს გადმოგზავნილი ორ ვარიანტად ცალკე ტესებური კონსტუქციით აწყობისა და ცალკე კუთხოვანი კონსტუქციის აწყობის შემთხვევაში, ფოტო მასალაში მითითებული ზომების თანახმად.
  • სამუშაოს შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული დღე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის: 

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის  მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს. 

ანგარიშსწორების პირობა: 

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნისა და სამუშაოების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდგომ, მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;

სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: სრული სასაწყობე სტელაჟების მოწყობის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა); მომსახურების მიწოდების ვადას;

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა.

ტენდერის ჩაბარბეის პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით)  უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2019 წლის 18 სექტემბრიდან 2019 წლის 23 სექტემბრის 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tenders_imedil@imedil.getbochorishvili@imedil.ge; obregadze@imedil.ge

საკონტაქტო პირები:
თეიმურაზ ბოჭორიშვილი
მობ: 577 55 22 00

ოთო ბრეგაძე
მობ: 592 98 44 11

შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
  • 39100000 ავეჯი
  • 39300000 სხვადასხვა სახის მოწყობილობები