ჩაბარების ვადა:

27 სექტემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5919 - ტენდერი აიტი აუთსორინგის მომსახურების მოთხოვნაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ აცხადებს ტენდერს აიტი აუთსორინგის მომსახურების მოთხოვნაზე.

აიტი მომსახურები 2020 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

  • სერვერების ფიზიკური და სისტემური ადმინისტრირება
  • ქსელური მოწყობილობების (სვიჩები, მარშუტიზატორები, ფაირვოლები) ადმინისტრირება, მათ შორის სათაო ოფისის და ფილიალების (9 რეგიონალური ფილიალის - სარფი, ვალე, კარწახი, ნინოწმინდა, გუგუთი, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი და ლარსი)
  • ვირტუალიზაციის და ვირტუალური სერვერების ადმინისტრირება
  • რელაციური მონაცემთა ბაზების(MS SQL) ადმინისტრირება 
  • არარელაციური მონაცემთა ბაზების (Mongo DB) ადმინისტრირება
  • არარელაციური დანაწილებული in-memory ტიპი მონაცემთა ბაზების (Redis) ადმინისტრირება
  • აპლიკაციების სერვერების ადმინისტრირება
  • პროგრამების, აპლიკაციების, სერვისების და სერვერების მხარდაჭერა (Application support) 
  • ციფრული სატელეფონო სადგურის და ქოლ ცენტრის ტექნიკური ადმინისტრირება
  • რეზერვირების მართვის სისტემის ადმინისტრირება
  • ერთიანი მონიტორინგის სისტემის მართვა
  • სათაო ოფისში და ფილიალებში (9 რეგიონალური ფილიალის - სარფი, ვალე, კარწახი, ნინოწმინდა, გუგუთი, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი და ლარსი) განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების (ვიდეო სამეთვალყურეო კამერები და მათი ჩამწერი მოწყობილობების  (ანალოგური კამერები და DVR ან IP კამერები და NVR) ადმინისტრირება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ერთი კვირის ვადაში მოგვაწოდოთ შემდეგი მასალები:

  • სერვისის აღწერილობა დეტალურად, ჯამური ღირებულება (2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით)  და ყოველთვიური გადასახადი ლარში (ინვოისის სახით )
  • კომპანიის პორტფოლიოს შესახებ ზოგადი მონაცემები, საიდანაც შესაძლებელი იქნება კომპანიის გამოცდილების გადამოწმება.
  • აიტი აუთსორსინგის მიმართულებით თქვენი კომპანიის კონტრაქტორი კომპანიების დასახელებები,  ხელშეკრულების ასლები (კონფიდენციალური მონაცემების გარეშე) და სარეკომენდაციო წერილები.
  • ჩვენს კომპანიაზე აიტი აუთსორინგის მიმართულებით სავარაუდოდ მომაგრებული სპეციალისტების სია, თანამდებობების მითითებით, მოთხოვნილი მათი სერთიფიკატების და მათივე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლებით.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ჩამოთვლილი სატენდერო დოკუმენტაცია მოგვაწოდეთ, დალუქული კონვერტით 2019 წლის 18 სექტემბრის 10:00 საათიდან არაუგვიანეს 2019 წლის 27 სექტემბრის 18:00 საათისა, მისამართზე ქ. თბილისი, ი. მოსაშვილის ქ. 24. 

ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ მინდიაშვილი
მობ: 591 404046
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: nmindiashvili@tpl.ge

ტექნიკური საკითხების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
გიორგი გიორგანაშვილი
მობ: 595 184444
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: ggiorganashvili@tpl.ge

შენიშვნა: ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დაიდება ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იქნება 1 თვიანი გამოსაცდელი ვადა. ამ პერიოდის განმავლობაში თუ კომპანია არაჯეროვანად შეასრულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები.

ტენდერის კატეგორია:

  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები