ჩაბარების ვადა:

26 ივნისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T592 - ტენდერი ორგანიზაციის თანამშრომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევაზე (თბილისსა და რეგიონებში)

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 17 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 55 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: ორგანიზაციის თანამშრომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევაზე (თბილისსა და რეგიონებში).

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების (მსუბუქი ავტომანქანა) სავარაუდო რაოდენობა: 60-70, რაც ეტაპობრივად გაიზრდება.

ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობები მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებში:

აუცილებელი პირობა:

  • სადაზღვევო რისკები, კერძოდ: ავტოტრანსპორტისათვის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, დაზღვევის საგნის გატაცება, ხანძარი, წყალდიდობა, აფეთქება, მიწისძვრა, შტორმი, ქარიშხალი, სეტყვა, მეხის დაცემა, ნიადაგის ჩამოშლა, მეწყერი, თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო ტრანსპორტის და მათი ნაწილების ჩამოვარდნა, უხვთოვლიანობა, წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა მათ შორის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და მათი მცდელობა, მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი, სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი.
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე სრულად შევსებული დოკუმენტი;
  • ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
  • გამონაკლისების დეტალური სია - რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
  • სადაზღვევო ანგარიშსწორების პირობები;
  • სადაზღვევო პრემია;
  • ფრანშიზა;
  • ავტოტრანსპორტის სრული დაზიანება (განადგურება);
  • განაცხადითა და პოლისით განსაზღვრული უფლებამოსილი მძღოლი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სრული დოკუმეტაცია კომპანიის შესახებ.

ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარებში ან დოლარში (გადახდა მოხდება გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, ტენდერის მასალა მოგვაწოდოთ დახურული კონვერტებით მისამართზე:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-3 სართული, ოფისი 12

შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა 26 ივნისი, 2015 წ (18:00 სთ-მდე)

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემოთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: lmujirishvili@finca.ge და tzviadadze@finca.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ