ჩაბარების ვადა:

24 სექტემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5923 - ტენდერი საარქივე დოკუმენტაციისა და დასაწყობებული ავეჯის ტრანსპორტირებაზე, თანმდევი მომსახურებით (დემონტაჟი - დატვირთვა, დაცლა - დალაგება)

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერი ჩაბარების ვადა გადაიწია 24 სექტემბრამდე.

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს საარქივე დოკუმენტაციისა და დასაწყობებული ავეჯის ტრანსპორტირებაზე, თანმდევი მომსახურებით (დემონტაჟი - დატვირთვა, დაცლა - დალაგება).

ტექნიკური მოწყობა:

  • საარქივე სტელაჟების დაშლა, ტრანსპორტირება - დალაგება;
  • საწყობში არსებული საოფისე ავეჯისა და ინვენტარის დატვირთვა - ტრანსპორტირება, დაცლა - დალაგება;
  • საარქივე დოკუმენტაციის გადატანა, განთავსება სტელაჟებზე დამკვეთის მიერ მითითებული რიგობრიობით და ნუმერაციით; 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - თბ. ჭყონდიდელის ქ.#87 
  • დრანსპორტირების დასრულების ადგილი - თბ. ქინძმარაულის ქ.#15
  • სამუშაოს შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის  მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს. 

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება სამუშაოების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდგომ, მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;

სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: დასაწყობებული ინვენტარის, ავეჯის , საარქივე დოკუმენტაციის, საარქივე სტელაჟების სრულ ტრანსპორტირებასა და სამუშაო მომსახურების ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა); მომსახურების მიწოდების ვადას;

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით)  უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2019 წლის 19 სექტემბრიდან 2019 წლის 24 სექტემბრის 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Tenders_imedil@imedil.getbochorishvili@imedil.geobregadze@imedil.ge

საკონტაქტო პირები:
თეიმურაზ ბოჭორიშვილი, მობ: 577 55 22 00
ოთო ბრეგაძე, მობ: 592 98 44 11

შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები