ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5964 - ტენდერი 5600 – 6000 თანამშრომლის ჯანმრთელობის სრულ დაზღვევაზე თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის თბილისსა და რეგიონებში

ტენდერის აღწერილობა:

ენერგო-პრო ჯგუფი (შემავალი კომპანიები: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, შპს „ჯიფაუერი“)  აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მიხედვით, საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიების ჯგუფია. ჯგუფი ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების არეალის მასშტაბით. ენერგო-პრო ჯგუფი ფლობს და ამუშავებს 15  საშუალო  და მცირე ზომის ჰიდრიელექტროსადგურს. 

საქართველოში ჯგუფის დისტრიბუციის არეალი მოიცავს საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქის გარეუბნებს. ენერგო-პრო ჯგუფი საქართველოში ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია დაახლოებით 6000-მდე თანამშრომელი. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას. 

ენერგო-პრო ჯგუფი აცხადებს ტენდერს 5600 – 6000 თანამშრომლის ჯანმრთელობის სრულ დაზღვევაზე თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის თბილისსა და რეგიონებში.

გასაწევი მომსახურების ვადა: 01/01/2020- 31/12/2020 (განიხილება 1+1 წლიანი მომსახურების ვადაც).

გთხოვთ, შემოგვთავაზოთ შემდეგი სადაზღვევო პოლისები: 
ჯანმრთელობის სრული დაზღვევა 5 პოლისის სახით:

  • მინიმალური, ქვედა პოლისის ღირებულება - 15.5 ლარი ინდივიდუალური. კომპანია დაუფინანსებს ყველა
  • თანამშრომელს მინიმალური პოლისის ღირებულებას (დაზღვეული თანამშრომლები რაოდენობა 60 – 70 %);
  • მე-2 პოლისის ღირებულება - 28-30 (ლარის ფარგლებში) - ინდივიდუალური (დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობა 20 - 30%);
  • მე- 3 პოლისის ღირებულება 45-48 (ლარის ფარგლებში) - ინდივიდუალური (დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობა - არაუმეტეს 5 %-ისა);
  • მე- 4 პოლისის ღირებულება 90-95 (ლარის ფარგლებში) - ინდივიდუალური (დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობა - არაუმეტეს 5 %-ისა);
  • მაქსიმალური პოლისის ღირებულება 130-150 (ლარის ფარგლებში) - ინდივიდუალური (დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობა - არაუმეტეს 5 %-ისა).
  • ოჯახის წევრების - მეუღლე  და შვილები (მეუღლე ასაკის შეუზღუდავად, შვილები მინიმუმ 18 წლის ჩათვლით) 
  • ოთხი ტიპის სადაზღვევო პოლისი დამატებითი ოჯახის წევრებისთვის (და-ძმა ოჯახებით, მშობლები, დამატებით ოჯახის წევრების პოლისმა არ უნდა გააუარესოს თანამშრომლების სადაზღვევო პირობები).
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • სიცოცხლის დაზღვევა;
  • უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა 

აუცილებელი პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანია:

  • სადაზღვევო კომპანიამ უნდა გამოყოს ოჯახის ექიმი (5), რომლის კაბინეტიც განთავსდება კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი) ყოველდღიური სამუშაო გრაფიკით და რეგიონალურ ოფისებში (თელავი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი) წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით;
  • სადაზღვევო კომპანიის მომსახურების არეალი უნდა ფარავდეს საქართველოს ყველა რეგიონს - საქართველოს ყველა ქალაქში უნდა ჰყავდეს პროვაიდერი კლინიკები და ოჯახის ექიმი;
  • დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს;
  • სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოქნილი (სასურველია ელექტრონული) სისტემა; 
  • კლინიკაში ჩაწერისა და ელექტრონული მიმართვის მოქმედი სისტემა.
  • თანდართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ კომპანიის მიერ განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის  პოლისები და პირობები.

შემოსული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ფასთა ნუსხა თანდართულ დოკუმენტში მოცემული პოლისების მიხედვით;
  • შემოთავაზებული მომსახურეობის დეტალური ჩამონათვალი;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია, აფთიაქებისა და კლინიკების ჩამონათვალი;
  • ადმინისტრირების წესი (სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა);
  • კონტრაქტის დრაფტ ვერსია;
  • გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო მასალები გთხოვთ წარმოადგინოთ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სათაო ოფისში, ქ. თბილისი ზ. ანჯაფარიძის N19. ასევე გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფორმატში შემდეგ მისამართზე: tender@energo-pro.ge
  • სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 7 ოქტომბერი.

ტენდერის შინაარსის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
ტელ.: (+99577) 35 40 20
ელ.ფოსტა: tender@energo-pro.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები