ჩაბარების ვადა:

11 ოქტომბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5969 - ფასთა გამოკითხვა ავტო ტექნიკის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას ავტო ტექნიკის გაყიდვაზე.

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ ტექნიკის შესყიდვას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ. 

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება 

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: 

  • ენა: ქართული ან რუსული
  • შემოთავაზებული ფასი
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული. 

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ფასი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
    - მდებარეობა - ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი. კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორია;
    - ტექნიკის ადგილზე სანახავად, დაინტერესებულმა მონაწილემ, ვიზიტამდე 1 დღით ადრე უნდა გვაცნობოს ზუსტი დრო და ვიზიტორთა რაოდენობა (პირადობის მოწმობის ასლების გამოგზავნით);
    - ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა განხორციელდება ტექნიკის გატანამდე და მხოლოდ შესაბამისი ღირებულების გადახდის საბუთის გამყიდველისათვის წარდგენის შემდეგ მოხდება ტექნიკის გატანა საწარმოო ტერიტორიიდან. 

კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 11.10.2019

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის. 

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის. 
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (კონვერტის გადაბმის ადგილი დამოწმებული კომპანიის ბეჭდით) 

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის და პროცედურის დასახელება, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი. 

კონვერტი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ მიიღება. 

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
მობ: +995 579 552 051

დეტალური ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ იხილეთ ბმულზე: 
https://www.dropbox.com/sh/ah6smk8edu5vh4g/AAAEuoUWz0AjP_YQjs81M4g8a?dl=0

ტენდერის კატეგორია:

  • 43600000 სამთო მრეწველობის, კარიერული დამუშავებისა და სამშენებლო მანქანების ნაწილები
  • 16700000 ტრაქტორები
  • 39300000 სხვადასხვა სახის მოწყობილობები
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
  • 43500000 მუხლუხა სატრანსპრტო საშუალებები