ჩაბარების ვადა:

15 ოქტომბერი 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T5972 - ტენდერი ზამთრის ტანსაცმლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადამ გადაიწია 15 ოქტომბერი 12:00 საათამდე.

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" აცხადებს ტენდერს ზამთრის ტანსაცმლის შესყიდვაზე.

მიწოდების ადგილი: ბათუმის ქუჩაზე. მაიაკოვსკის 4.

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში  მისამართზე ბათუმის ქუჩაზე. მაიაკოვსკის 4.

პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) ფასიანი წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • პოტენციური მიმწოდებლის დასახელება
  • პოტენციური მიმწოდებლის ფაქტიური მისამართი
  • წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
  • გადახდის ფორმა ავანსის გარეშე
  • ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი  დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი)განახლებული
  • ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირების)
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების ტექნიკური სპეციფიკაცია
  • ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან რუსულ ენებზე

გამოცხადების თარიღი: 30.09.2019
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 15.10.2019

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების დეპარტამენტს.

პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები