Tenders.ge
ოპპა

T5985 - აუქციონი სწრაფი გადახდის ტერმინალებში, PayBox-ებში, მთავარ გვერდზე ღილაკის უპირატესად განთავსებაზე


ელ. ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სს “ოპპა” აცხადებს აუქციონს სწრაფი გადახდის ტერმინალებში, PayBox-ებში, მთავარ გვერდზე ღილაკის უპირატესად განთავსებაზე.

აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომლის სასარგებლოდაც სს ოპპა ახდენს/მოახდენს გადახდების მიღებას.

მომსახურების აღწერილობა:

  • აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება სწრაფი გადახდის ტერმინალის, PayBox-ის მთავარ გვერდზე, მარჯვნივ, ქვედა მხარეს მდებარე სივრცეში განათავსოს გადახდის ღილაკი, სასურველი დიზაინით. (იხ. მიმაგრებული ფაილი);
  • წერტილების რაოდენობა, სადაც განთავსდება ღილაკი: არანაკლებ 6500 ცალი PayBox, მთელი საქართველის მასშტაბით 
  • ღილაკის ზომა: 212X220 (PX);
  • ღილაკის ფორმატი და ტიპი: PNG, სტატიკური;
  • მომსახურების დაწყების თარიღი: 2019 წლის 21 ოქტომბერი
  • ღილაკის განთავსების ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 1 წელი

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა და პირობები:

  • ღილაკის განთავსების მომსახურების ყოველთვიური ღირებულება: საწყისი თანხა, 8,000 (რვა ათასი) ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ფორვარდული აუქციონი
  • მინიმალური ბიჯი: 500 (ხუთასი) ლარი
  • გამარჯვებული გამოვლინდება აუქციონის წესით
  • აუქციონის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან ელ-ფოსტით ან ტელეფონით დაკავშირებით;
  • აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ანგარიშსწორების პირობები:

  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
  • საწყისი ფასი და ბიჯები მოიცავს დღგ-ს
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საბანკო დღის ვადაში.

ელექტრონული აუქციონის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • შეთავაზებების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის,  9 ოქტომბერი, 17:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ფორვარდული აუქციონი;
  • ვაჭრობა გაიმართება მომსახურების ყოველთვიურ ღირებულებაზე;
  • შეთავაზების მინიმალური ოდენობა 8000 ლარი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 500 (ხუთასი) ლარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-19 კილომეტრი.
საკონტაქტო პირი: ნიკა თვაური
ტელ: 555 900 344
ელ. ფოსტა: n.tvauri@oppa.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 66100000 საბანკო და საინვესტიციო მომსახურებები