ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2019, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5989 - ტენდერი ფილიალების სარემონტო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე (ქ.ქუთაისი, ნიკიას ქ. N16 - ს/კ 03.05.22.377 და ქ.ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N89 - ს/კ 43.31.67.089) 

ტენდერის აღწერილობა:

შპს მოტორსტარი (ამბოლი) დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საბურავების, საავტომობილო ზეთების ავტონაწილებისა და ავტო აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. 

დღეისათვის კომპანია დაკავებულია საბურავების, საავტომობილო ზეთების, ავტონაწილებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტის იმპორტითა და რეალიზაციით, როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით. 

შპს „მოტორსტარი“ (ამბოლი) აცხადებს ტენდერს ფილიალების სარემონტო- სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე (ქ.ქუთაისი, ნიკიას ქ. N16 - ს/კ 03.05.22.377 და ქ.ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N89 - ს/კ 43.31.67.089) 

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 3 ოქტომბერი 2019 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება 10 ოქტომბერი 2019 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა 12 ოქტომბერი 2019 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება 15 ოქტომბერი 2019 წ. 

ტენდერი ჩატარდება 2 ლოტად:

  • ქუთაისის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები
  • ზუგდიდის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები

ზოგადი მოთხოვნები:

  • ფასები მითითებული უნდა იყოს ლარებში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ, საშემოსავლო, ტრანსპორტირება და ა.შ.)
  • კომოანია ბაზარზე უნდა მოღვაწეობდეს მინიმუმ 5 წელი.
  • ფართები არის შავი კარკასის მდგომარეობაში, საჭიროა მხოლოდ სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
  • სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართებში განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით.
  • კომპანიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს როგორც ორივე ლოტზე ერთად ასევე ცალცაკეც.
  • შორთ ლისტში მოხვედრილი კომპანიები ამოირჩევა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

სრული სარეკონსტრუქციო ფართი შეადგენს: 438.6 კვ.მ 

  • ქ.ქუთაისი -211.30 კვ.მ.
  • ქ.ზუგდიდი- 227.30 კვ.მ.

სამუშაოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.

სამუშაოების დაწყების საორიენტაციო თარიღი: 16 ოქტომბერი.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (დასახელება, ს/კ, საკონტაქტო პირი და ტელ. ნომერი);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • იმ შემთვხევაში თუ პრეტენდენტი განახორციელებს ვაჭრობას, ვალდებულია წარადგინოს ფასკლების მიხედვით დაკორექტირებული სატენდერო დანართი N1 (ორივე ხარჯთაღრიცხვა);
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი; (მინ 2)
  • წარსულში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი და კორპორატიული კლიენტების სია;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ორგანიზაციის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • შესაბამისი ორგანოების ცნობა, რომელიც ამტკიცებს სამშენებლო კომპანიის ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღის არარსებობას;
  • საგარანტიო და ანგარიშსწორების პირობები (დოკუმენტი უნდა შეადგინოს პრეტენდენტმა)
  • სარემონტო სამუშაოების შესრულების მაქსიმალური ვადა
  • შპს „მოტორსტარი“-ს მიერ შემუშავებული სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის დეტალურად შევსებული ფორმა
  • პრეტენდენტებს სურვილისამებრ შეუძლიათ წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია ან ელექტრონული ვერსია შესრულებული სამუშაოების შესახებ (პროექტები, პრეზენტაციები და ა.შ). 

!!! სასურველია კომპანია ადგილზე მივიდეს და ნახოს ორივე ობიექტი

ელექტრონული ტენდერის ჩაბრების პირობები

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 10 ოქტომბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 1000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ანანო ვაშაძე
მობ: 595 60 70 70
ელ. ფოსტა: a.vashadze@aldagi.ge

შენიშვნა: 
გაითვალისწინეთ, რომ მოცემული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება კომპანიების შეფასება, რაც გავლენას იქონიებს საბოლოო შედეგზე! მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს დაზუსტება არ განახორციელოს.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 ოქტომბერი 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 1'000.00 ‎₾