ჩაბარების ვადა:

14 ოქტომბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5994 - ტენდერი ავტომობილის სალონის ბრენდირებული არომატიზატორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს სარეკლამო პროდუქციის შესყიდვაზე: ავტომობილის სალონის ბრენდირებული არომატიზატორის შესყიდვაზე 04/10-NEO-P/ARM-19

არომატიზატორის აღწერა:

  • რაოდენობა: 100 000 ცალი; 
  • ორმხრივი (Geo / Eng);
  • ისრის ფორმის;
  • ზომა: სიმაღლე 8 სმ / სიგანე 6 სმ;
  • ფერები: 4 + 4;
  • არომატი: ვანილის.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ: არომატიზატორის სამუშაო გრაფიკული (საბეჭდი) ფაილი (დანართი N1)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუში:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური / მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
  • გრაფიკული ფაილისა და აღწერის შესაბამისად დამზადებული ნიმუში რომლის მიხედვით მოხდება როგორც ბეჭდვისა და არომატის ხარისხის ასევე არომატიზატორის მდგრადობის შეფასება, საზღვარგარეთ წარმოების შემთხვევაში დასაშვებია ნიმუში წარმოდგენა ანალოგიური პარამეტრებითა და არომატით, ნიმუშის წარმოდგენა აუცილებელია !!!
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; 
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 14 ოქტომბერი, 17:00 საათი.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია და ტენდერის ნომერი - 04/10-NEO-P/ARM-19;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 18.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი
საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90
ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge

საკონტაქტო პირი არომატიზატორის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
სალომე ასლანიკაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 43 92 29

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
  • 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები