25 ოქტომბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6046 - ტენდერი კომპანიის კუთვნილ ღვინის საცავების (თელავი), გადახურვის სარემონტო, სამშენობლო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „თელიანი ველი“ გიწვევთ კომპანიის კუთვნილ ღვინის საცავების (თელავი), გადახურვის სარემონტო, სამშენობლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
გთხოვთ იხილოთ თანდართული სატენდერო დოკუმენტაცია.
პრეტენდენტები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- მომსახურების ფასი;
- გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
- სამუშაოების შესრულების ვადა; და
- კომპანიის გამოცდილება;
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 18.10.2019 წ;
- სატენდერო წინადადებების მიღება 25.10.2019 წ;
- გამარჯვებული პრეტენდენტის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 30.10.2019წ;
- ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 05.11.2019წ
შერჩეულ პრეტენდენტთან გაფორმდება ერთ-ჯერადი ხელშეკრულება აღნიშნული მომსახურების შესყიდვაზე.
სს „თელიანი ველი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- გთხოვთ, თანდართული სრულად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფორმა და დანართი 1 გამოგვიგზავნოთ არა უგვიანეს 2019 წლის, 25 ოქტომბრის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: d.amaglobeli@telianivalley.com
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: d.amaglobeli@telianivalley.com
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები