ჩაბარების ვადა:
30 ოქტომბერი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6075 - ტენდერი კარტრიჯების შესყიდვა/მომსახურებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების შესყიდვა/მომსახურებაზე.
დამატებითი მოთხოვნები:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ცენტრალიზებულად, დამკვეთის მიერ მოთხოვნილ მისამართზე: ქ. თბილისი, ურეკის ქ. #2;
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.
- შავ-თეთრი კარტრიჯები შესაძლებელია შემოთავაზებულ იქნას არაორიგინალი (Compatible), ხოლო ფერადი პრინტერის კარტრიჯები შემოთავაზებული უნდა იყოს მხოლოდ ორიგინალი (Original).
- მოწოდების ვადა არ უნდა იყოს შეკვეთის განთავსებიდან 1 კვირაზე მეტი, ხოლო წარმადობების მინიმალური რაოდენობა მითითებულია დანართში.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება 1 წლის ვადით.
- ტენდერი ტარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით. ვაჭრობა გაიმართება სავარაუდო შესასყიდი რაოდენობის წლიურ თანხაზე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება 7’500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
- საქონლის საბოლოო ერთეულის ფასები გამოითვლება საბოლოო შემოთავაზების მიხედვით, რაც გულისხმობს პროპორციულად დაკლებას ცხრილში არსებული საქონლის ერთეულის ფასების მიმართ.
- გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, წარმადობა, მოწოდების ვადა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.
- ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია, როგორიცაა: მწარმოებლის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები, კარტრიჯის ნიმუშები, ექსპერტიზის დასკვნა წარმადობაზე და სხვა.
- პრეტენდენტი ვალდებულია დანართში არსებული საქონელი შემოგვთავაზოს სრულად.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- თანდართული ფაილი (Annex 1) სრულად შევსებული სახით, დასკანერებული PDF ფორმატში, ასევე ელექტრონული Excel-ის სახით ატვირთული.
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საბანკო ბრუნვა ბოლო 2 წლის;
შესასყიდი კარტრიჯების ჩამონათვალი, რაოდენობა, აღწერილობა და მოთხოვნები გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში (Annex 1).
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 30 ოქტომბერი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ბიჯი: 7500 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (7810)
მობ.:(+995 595) 03 64 84
ელ-ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
შენიშვნა: დანართში მითითებული რაოდენობები შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა