ჩაბარების ვადა:
6 ნოემბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6085 - ტენდერი დასუფთავების მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „მინა“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ რომ: მზადაა შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან „დასუფთავების“ მომსახურება მომავალი ერთი წლის განმავლობაში, ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების თანახმად.
სასურველია შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე დათვალიერება.
შესასრულებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართ #1 და დანართ #2-ში.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები
- კომპანიის დასახელება, სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის რეკვიზიტები, ელ.ფოსტა, ტელ.ნომერი;
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან , რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება - მინიმუმ სამი წელი , კლიენტების სია, დაარსების თარიღი და ა.შ.)
- შესაბამისი სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- განფასება დანართ #3-ის შესაბამისად!
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2019 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით.
- ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთვაზება ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში), დალუქული კონვერტით ს.ს.“მინას“ სათო ოფისში, მცხეთის რაიონი სოფ.ქსანში.
- განაცხადების მიღება ხორციელდება ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე;
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია:
საკონტაქტო პერსონა: მარინა ზუბაშვილი
ტელეფონი: +995 32 2 44 99 87/22-29
ან სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საკონტაქტო პერსონა: AALAVERDASHVIlI@sisecam.com
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
- 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები