ჩაბარების ვადა:
20 ნოემბერი 2019, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT6095 - ტენდერი ფარმაცევტული პროდუქტის (მედიკამენტი) და სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი", რომელიც აერთიანებს 65 კლინიკას საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში, აცხადებს ტენდერს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის ცენტრალიზებულად შესყიდვაზე.
სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის ჩამონათვალი მოწვევას თან ახლავს ელექტრონული ვერსიის სახით.
აუცილებელი მოთხოვნაა:
- შემოთავაზებული მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა მოწოდების დღისთვის არ უნდა იყოს ნაკლები ამ პროდუქტის სრული ვარგისიანობის ვადის 80%-სა
- გამარჯვებულის გამოვლინების შემდეგ მომწოდებლის მიერ კონკრეტული დაკვეთით გათვალისწინებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მისამართზე ქ. თბილისი ფეიქართა ქუჩა 14ა, შეკვეთის განთავსებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა
- შესაძლებლობის ფარგლებში, პროდუქციის მომარაგების უწყვეტი უზრუნველყოფა ტენდერის მოქმედების პერიოდში - 1 წლის განმავლობაში
- ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება მოხდება წინამდებარე დოკუმენტზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის პირობების შესაბამისად
- გამარჯვებულის გამოვლენისას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება წინადადებაში მითითებულ ფასსა და პროდუქტის ხარისხს, გენერიული დასახელების შესაბამისი, შემოთავაზებული თითოეული მედიკამენტი და სამედიცინო სახარჯი მასალის სახეობა განიხილება ინდივიდუალურად
- წარმოდგენილ წინადადებაში, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული მედიკამენტის და სახარჯი მასალების დასახელება, ფორმა, დოზა, ერთეულის ფასი, მწარმოებელი კომპანია, აქტიური სუბსტანციის მწარმოებელი და მედიკამენტის და სახარჯი მასალის შეფუთვის ქვეყანა. აუცილებლად მიუთითეთ კომენტარის ველში, თუ შემოთავაზებული პრეპარატის ფორმა დოზა არ ემთხვევა ტენდერის მოთხოვნას
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტმა შემსყიდვლის მიერ მოთხოვნილი, სატენდერო წინადადება უნდა წარადგინოს ელექტრონულად მეილის სახით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე Procurements@ghg.com.ge არაუგვიანეს 2019 წლის 20 ნოემბრის 15 საათისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჰოსპიტალური სამედიცინო შესყიდვების უფროსი თეონა ჭიჭინაძე
მობ: 591 09 50 30
ჰოსპიტალური სამედიცინო შესყიდვების უფროსი ანალიტიკოსი მარიამ მათეშვილი
მობ: 595 527850
ჰოსპიტალური სამედიცინო შესყიდვების ანალიტიკოსი ცოტნე დვალი
მობ: 598 104178
ელ. ფოსტა: Procurements@ghg.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
დოკუმენტაცია
ტენდერის სახელმძღვანელო
ტენდერის სახელმძღვანელო
GHG ტენდერი 2019
GHG ტენდერი 2019
შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
აფიდავტი
აფიდავტი
ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
ნასყიდობის ხელშეკრულება
ნასყიდობის ხელშეკრულება
ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი N1
ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი N1
ნასყიდობის ხელშეკრულება დანართი N2
ნასყიდობის ხელშეკრულება დანართი N2
ყველას ჩამოტვირთვა